ტრაგედია გურჯაანში - 2 წლის გოგონა ხანძარს ემსხვერპლა

ტრაგედია გურჯაანში - 2 წლის გოგონა ხანძარს ემსხვერპლა

კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა. ცეცხლი ყაჭიურების ორსართულიან სახლს გაუჩნდა, სადაც ორი ბავშვი იმყოფებოდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, 2 წლის გოგონა ვერ გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია