ფოტოები გამორჩეული ქართველი წყვილის ქორწილიდან - ცნობილი სახეები მორაგბის და მოდელის წვეულებაზე

ფოტოები გამორჩეული ქართველი წყვილის ქორწილიდან - ცნობილი სახეები მორაგბის და მოდელის წვეულებაზე

ულამაზესმა ქართველმა წყვილმა - მოდელმა ანა შელიამ და მორაგბე ლაშა ლომიძემ ქორწილი გადაიხადეს. წყვილმა ჯვარი ცოტა ხნის წინ დაიწერა, ახლა კი ხელი მოაწერა. ხელმოწერის ცერემონია "შატო მუხრანში" გაიმართა, საქორწილო წვეულებისთვის კი სტუმრებმა რესტორან "მონოპოლში" გადაინაცვლეს. რესტორანი ცოცხალი ყვავილებით და მცენარეებით იყო მორთული.

ანა შელიას ფოტო - ფოტოგრაფი გიორგი ჩიტაშვილი

ანა შელიას დედა წარსულში ცნობილი მოდელი ლიკა კვარაცხელიაა, გოგონას მამა კი ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ შელია. ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა - სპორტსმენები, მოდელები. მათ შორის: თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე ოჯახთან ერთად, ლალი ტოტიკაშვილი, ანა კოშაძე და სხვები.

ანა შელია 19 წლისაა, ლაშა ლომიძე 26-ის. წყვილი ერთი წლის წინ დაინიშნა, ახლა კი ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინა. პატარძალს ქორწილში დიზაინერ თამუნა ინგოროყვას ულამაზესი კაბა ეცვა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

მთავარი ფოტო: ჟურნალი "სითი"

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა

"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული

იუბილარი ევა ბარბაქაძე და წვეულება მეგობრებთან ერთად - როგორ აღნიშნა დაბადების დღე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა