ვინ უნდა უფრთხილდეს ზაფხულის მზეს?

ვინ უნდა უფრთხილდეს ზაფხულის მზეს?

ავადმყოფობა ყოველთვის არასასურველია, მაგრამ ზაფხულში, როცა ყველა დასვენებასა და სეირნობაზე ფიქრობს, განსაკუთრებით ხშირად გაიგონებთ: “ახლა ავადმოყოფობის დროა?” ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ მზე ადამიანისათვის, ისევე როგორც ყველა ცოცხალი არსებისათვის, ენერგიის აუცილებელი წყაროა. მართლაც, რატომ უნდა გახდეს ადამიანი ავად მაშინ, როცა მზე თავისი სხივებით უშურველად გვამარაგებს? მიუხედავად ამისა, ექიმებმა კარგად იციან, რომ ზაფხულის მზე და სიცხე ზოგიერთი დაავადების დროს განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის.

მოკლედ შეგახსენებთ ზაფხულის პერიოდში ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გამწვავების თავიდან არიდების მარტივ წესებს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

მზე და გარემოს მაღალი ტემპერატურა გულსაიძულებს უფრო ხშირად შეიკუმშოს, ხოლო სისხლს - უფრო სწრაფად იმოძრაოს. ხშირი შეკუმშვისას კი, ბუნებრივია, იზრდება გულის მოთხოვნილება ჟანგბადზე. ჯანმრთელი გულის გვირგვინოვანი ანუ კორონარული სისხლძარღვები ასეთ გაზრდილ მოთხოვნასაც ადვილად აკმაყოფილებენ და გულს უფრო მეტი რაოდენობით აწვდიან სისხლს. თუ პაციენტს კორონარული არტერიების დაავადება (გულის იშემიური დაავადება) აქვს, ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, გულს საკმარისი სისხლი ვერ მიეწოდება, რასაც სათანადო კლინიკური სიმპტომების აღმოცენება მოჰყვება – პაციენტს ეწყება ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან ქოშინი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროსაა გამოხატული. ასე ვლინდება კორონარული არტერიების დაავადების ერთ-ერთი ფორმა – სტენოკარდია. გულისათვის ჟანგბადის მიწოდება თუ ხანგრძლივად და მკვეთრად დაქვეითდა, შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტიც აღმოცენდეს.

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხშირად პერიფერიული სისხლძარღვები (კაპილარები, ვენები) ფართოვდება, რის გამოც არტერიული წნევა ქვეითდება. ასეთ შემთხვევებში არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტები ზოგჯერ იღებენ მცდარ გადაწყვეტილებას – თვლიან, რომ წნევა ნორმას დაუბრუნდა და დოზის შემცირების ნაცვლად სავსებით წყვეტენ პრეპარატების მიღებას. თანამედროვე ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) პრეპარატების დიდი ნაწილი 24 საათისა და მეტი დროის განმავლობაში აგრძელებს მოქმედებას, ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ კი წნევა მატულობს, ზოგჯერ საკმაოდ მაღალ ციფრებსაც აღწევს. თუ წნევა არ კონტროლდება (წნევის გაზომვა), მისი მომატება შეიძლება კარგა ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს და შემდეგ უეცრად კრიზის ან სხვა გართულებების მიზეზი გახდეს.

მიუხედავად გარემოს მაღალი ტემპერატურისა, ხშირად გვავიწყდება, რომ წყლის მიღება, განსაკუთრებით კი ზაფხულში, ძალზე მნიშვნელოვანია. სიცხეში სასუნთქი სისტემით, საშარდე სისტემითა და კანით სითხე ინტენსიურად იკარგება. თუ ადამიანი სათანადო რაოდენობით წყალს არ იღებს, შესაძლოა მოცირკულირე სითხის რაოდენობა შემცირდეს, ამავე დროს ის შეიძლება გახდეს უფრო ბლანტი (ჰემოკონცენტრაცია), რაც თრომბის ფორმირებას განაპირობებს. თრომბის ფორმირების საშიშროება განსაკუთრებით იზრდება, როცა მგზავრობისას (ძირითადად საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობის თავიდან აცილების მიზნით) სითხის მიღებას ვერიდებით. გარდა ჰემოკონცენტრაციისა, თრომბის ფორმირების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხანგრძლივ მგზავრობასთან დაკავშირებული კიდურების უმოძრაობა და შესაბამისად, სისხლისა და ლიმფის მოძრაობის მკვეთრი შეფერხება.

როგორ ავირიდოთ უსიამოვნებები

როგორც ხვდებით, ზაფხული მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს. დასვენების პერიოდი ჯანმრთელობის გაუარესებით რომ არ დაგვამახსოვრდეს, დროულად უნდა დავიჭიროთ თადარიგი. ამისთვის საჭიროა:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას (არტერიული ჰიპერტენზია; კორონარული არტერიების დაავადება) განვაგრძოთ დანიშნული მედიკამენტების რეგულარული მიღება;
  • აუცილებლად გვქონდეს ის წამლები, რომელთაც გადაუდებელი სიტუაციებისას ვიღებთ (ნიტროგლიცერინი, წნევის დამწევები);
  • თუ ვგრძნობთ, რომ მდგომარეობა არასტაბილურია, წნევის კონტროლი გაუარესდა, მოიმატა გულში ტკივილის ან არითმიის ეპიზოდებმა, ნუ დაველოდებით სექტემბრის მოსვლას და დროულად მივმართოთ ექიმს;
  • თუ ზაფხულის ცხელ დღეებში წნევა ქვეითდება, პრეპარატის დოზა შევამციროთ, მაგრამ მის მიღებას სრულად ნუ შევწყვეტთ;
  • ძალიან ცხელ დღეებში მოვერიდოთ შინიდან გასვლას, განსაკუთრებით 11 საათიდან 19 საათამდე;
  • მზიან დღეებში ვატაროთ ქუდი ან ქოლგა;
  • მივიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი;
  • მგზავრობისას ვეცადოთ წამოვდგეთ, ვამოძრაოთ ქვედა კიდურები....განაგრძეთ კითხვა mkurnali.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი