კახეთიდან ურეკში გასტროლებზე ჩასული 15 წლის მოცეკვავე ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

კახეთიდან ურეკში გასტროლებზე ჩასული 15 წლის მოცეკვავე ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

ურეკში ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრიდან 10 და 16 წლის მოზარდები უვნებლად გამოიყვანეს არიან.

მაშველების მიერ ორი მოზარდის ზღვიდან გამოყვანის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე მოზარდიც. 15 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს. გადარჩენილი მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი თორნიკე პატრიასოვია. იგი სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლზე იმყოფებოდა. თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ "ლაშქრულის" მოცეკვავე იყო. ანსამბლის სხვა წევრების თქმით, მოზარდი აღელვებულ ზღვაში ჩავიდა და მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

"მალე ზურას დაბადების დღე მოდის და შვილთან წავიდა" - ნინო ჟვანია დედამთილის გარდაცვალებაზე

ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია  გარდაიცვალა

"ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო?..." - ცნობილი პოლიტიკოსის დედა შვილის პირადზე, რუსეთში სწავლასა და მეუღლეზე