ტყიბულში 16 წლის მოზარდი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

ტყიბულში 16 წლის მოზარდი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

ტყიბულში, სოფელ ახალსოფელში 16 წლის მოზარდი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა მოზარდის ცხედარი ტბიდან უკვე ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტყიბულიში, საწირის თემის გამგებელმა თენგიზ ლომთაძემ განუცხადა, მოზარდები ტბაში საბანაოდ ხშირად დადიან, თუმცა ადგილს, სადაც მაშველებმა 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, საბანაოდ ნაკლებად იყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი