რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები, რომელთა შესახებაც ალბათ აქამდე არაფერი გსმენიათ

რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები, რომელთა შესახებაც ალბათ აქამდე არაფერი გსმენიათ

იცოდით რომ არსებობს პროფესია ეთიკური ჰაკერი, რომელთა წარმომადგენლებიც წელიწადში 80 000 დოლარის ოდენობის ხელფასს იღებენ? ალბათ არა. ეთიკური ჰაკერის გარდა, არსებობს კიდევ 10-მდე პროფესიის ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ და რომელთა საქმიანობა ნაკლებად ცნობილია. Business Insider-ზე დაყრდნობით გთავაზობთ 9 მათგანს:

ჰიდროლოგი

ჰიდროლოგი ჰიდროლოგიის სპეციალისტია, იგი შეისწავლის ბუნებრივი წყლების დინამიკას და გეოგრაფიულ გარემოსთან მის ურთიერთდამოკიდებულებას. ისინი თავიანთ ცოდნას წყლის ხარისხის და წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრაში იყენებენ. ჰიდროლოგების წლიური საშუალო ხელფასი $79,990-ია.

გენეტიკური მრჩეველი

გენეტიკური მრჩეველი სამედიცინო სფეროში საქმიანობს, იგი პაციენტებს აწვდის ინფორმაციას მემკვიდრეობით მიღებული დაავადებების რისკების შესახებ. გენეტიკური მრჩეველის საშუალო წლიური ანაზღაურება $77,480-ია. როგორც "ბიზნეს ინსაიდერი" წერს, ამ პროფესიის პერსპექტივა 2026 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება.

ეთიკური ჰაკერი

ეთიკურ ჰაკერებს საინფორმაციო ტყექნოლოგიების უსაფრთხოების ანალიტიკოსსაც უწოდებენ. ისინი ორგანიზაციებს ეხმარებიან კომპიუტერულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაში. მათი საშუალო წლიური ანაზღაურება $80,230-ია.

ოპერაციების კვლევის ანალიტიკოსი

ოპერაციების კვლევის ანალიტიკოსი კომპანებს ეხმარება შეისწავლონ სირთულეები, მოახდინონ მათი იდენტიფიცირება, გადაჭრან პრობლემები და მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები. მათი საშუალო წლიური ანაზღაურება 2017 წლის მონაცემებით, $81,390 იყო, ამ საქმიანობის პერსპექტივაც იზრდება წლების განმავლობაში...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი