გაიცანით დუტა სხირტლაძის დიზაინერი მეუღლე - მარინა ნაცვლიშვილი, რომელიც წლებია ულამაზეს სამკაულებს ქმნის

გაიცანით დუტა სხირტლაძის დიზაინერი მეუღლე - მარინა ნაცვლიშვილი, რომელიც წლებია ულამაზეს სამკაულებს ქმნის

დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი უკვე ხუთი წელია, ვერცხლის, ოქროს და ფერადი ქვების მრავალფეროვან სამყაროს ქმნის. თავდაპირველად სამკაულს საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებდა, პირველი გამოფენის შემდეგ კი მის ნაკეთობებზე იმდენად დიდი მოთხოვნა გაჩნდა, გადაწყვიტა, იუველირობა ბიზნესად ექცია. მარინა ნაცვლიშვილის საიუველირო ხაზის მთავარი სიმბოლო ჩიტია. თავის პირველ ნამუშევარსაც სწორედ ამიტომ დაარქვა „ლურჯი ფრინველი“, რომელიც დღეს მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ნივთია. ყველა მისი ნამუშევარი ექსკლუზივია და არასდროს მეორდება. ჩვენს მკითხველებს იმასაც ვეტყვით, რომ ქალბატონი მარინა ყველასთვის საყვარელი მსახიობისა და ტელეწამყვანის დუტა სხირტლაძის მეორე ნახევარია.

- დიზაინერი ვარ, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. ვმუშაობდი თეატრში, კინოში. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემესწავლა საიუველირო საქმე. სტუდენტობის პერიოდიდან მაინტერესებდა ეს საქმე, მაგრამ რატომღაც არარეალური მეგონა სწავლა. თუმცა შევძელი და ვისწავლე. უკვე ხუთი წელია ამ საქმეზე ვმუშაობ. მინდოდა ისეთი სამკაული შემექმნა, რომ ეფექტური და მიმზიდველი ყოფილიყო. ყოველთვის მიყვარდა დიდი სამკაული. ფაქტობრივად ჩემთვის დავიწყე ამის კეთება. როცა გარკვეული რაოდენობის სამკაული დამიგროვდა, გავაკეთე გამოფენა. საკმაოდ დიდი გამოხმაურება და სხვა გამოფენებიც მოჰყვა. ასე ნელ-ნელა დაინტერესდნენ ადამიანები ჩემი ნამუშევრებით და იქცა ბიზნესად ჩემი გატაცება.

- არის ეს ის საქმე, რომელიც გინდათ მთელი ცხოვრება აკეთოთ?

- როცა ადამიანი რაიმე საქმის კეთებას იწყებ და გსიამოვნებს ეს, ძალიან კმაყოფილი ხარ. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი საქმეა, ჩემი ნაწილია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საქმეს არ ვაკეთებ, მაგრამ დღესდღეობით ჩემი ძირითადი საქიანობა მაინც ეს არის.

- რა მასალით იქმნება თქვენი ნამუშევრები?

- მასალა არის ვერცხლი და ოქრო. რაც შეეხება ქვებს, ყველა სამკაული გაფორმებულია ბუნებრივი ქვებით.

- ოდესმე პლაგიატების მსხვერპლი გამხდარხართ?

- მცდელობები იყო. არის ნიუანსები, დეტალები, რომელიც მინახავს სხვა ნამუშევრებში, მაგრამ ზუსტი კოპირება ჯერ არავის გაუკეთებია. როცა ნამუშევარს უყურებენ, ხვდებიან, რომ ჩემია. ხელწერა იგრძნობა, ამიტომ ვერ ბედავენ.

- ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, რთულად შესასრულებელია ეს ნამუშევრები?

- თავიდან ჩვეულებრივი რგოლების კეთებით დავიწყე. დროთა ნამავლობაში სწავლობ, იხვეწები. მინდოდა, რომ რაღაც ჩემი მეკეთებინა. პირველი ესკიზი, რომ მივიტანე ჩემი მასწავლებლები შოკში ჩავარდნენ. ყოველთვის აინტერესებთ ახალ ჯერზე რას გავაკეთებ. თვითონაც დიდი ინტერესით უყურებენ ამ პროცესს. ტექნიკურადაც და ისეც, ძალიან რთული სამუშაოა, მით უმეტეს ქალისთვის. ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. გაგრძელება+ფოტოები

"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია

"ბინდის“ მსახიობი მეგობარ გოგონასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

ბრედ პიტს 25 წლით უმცროს ქალთან რომანს მიაწერენ - "სახლში აკითხავს და დროს ჰარმონიულად ატარებენ“