რას მიიღებს საქართველო ჰელსინკის შეხვედრით და რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შესახებ

რას მიიღებს საქართველო ჰელსინკის შეხვედრით და რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შესახებ

უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება, რასაც მთელი მსოფლიო დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს. შეხვედრაზე პლანეტარული მნიშვნელობის საკითხები იქნება განხილული, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, სირიისა და სხვა არაერთი. თუმცა ჩვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც შესაძლოა წინასწარ ხმამაღლა არც ითქვას: ეს საქართველოს თემაა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც ამერიკისთვის, ისე რუსეთისთვის.

ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია უკვე მრავალი წელია წინასწარმეტყველებს, რომ ამერიკელი რესპუბლიკელების მმართველობა არის ის პერიოდი, რა დროსაც საქართველო შეერთებული შტატებისგან მიიღებს არა სიტყვიერ, არამედ საქმიან დახმარებას. სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება ნაწილი იმ წინასწარმეტყველებებისა, რომლებიც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა-მოლაპარაკებასა და საქართველოს საკითხის განხილვას შეეხება:

რას მიიღებს საქართველო ჰელსინკის შეხვედრით?

1992 წელი, 6 ოქტომბერი, დილის 6 საათი.

მსოფლიო თვალყურს ადევნებს რუსთა მოქმედებებს და პასუხიც ამერიკიდან არ დააგვიანებს: გაფრთხილება რუსეთის პრეზიდენტს და მთელ მთავრობას.

1992 წელი, 3 დეკემბერი.

რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება დადებითია საქართველოსთვის — აქ ამერიკაა ჩარეული.

1992 წელი, 8 დეკემბერი.

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა – მსოფლიო უნდა გადარჩეს! მუსლიმთა ძლიერება და ერთსულოვნება შეარყევს საქრისტიანოს. მსოფლიო იწვის მაგიურ ველში.

1993 წელი, 11 აგვისტო, ღამის 12 საათი, კოჯორი.

ამერიკას, ვხედავ, დიდი იმედი აქვს პრეზიდენტისა, რომელმაც ბრწყინვალედ იცის, რუსებს როგორ ეთამაშოს „შახმატი“ და მიუძღვნას მატი!!!

1997 წელი, 15 აგვისტო, დილის 11 სთ. 25 წთ. კოჯორი.

რუსეთი ისე გადაიკეტება ღვთისაგან, რომ აფხაზეთში ხელს კი არა, თითსაც ვერ გაანძრევს. მათი ქმედებები ფუჭია — თვითონაც გაოცდება რუსეთის მთავრობა. ვხედავ, სალაპარაკო მაგიდას მიუსხდებიან ამერიკა, ევროპა, გაერო (რომელსაც არაფრად მივიჩნევ) და რუსეთი. დიახ, დაუპირისპირდებიან!

1999 წელი, 14 აგვისტო, საღამოს 10 საათი, კოჯორი.

რუსეთი და ამერიკა გამართავენ მოლაპარაკებებს, თუ როგორ შეუტიონ რუსეთის ზურგში მყოფ მუსლიმებს. ამ დროს იკვეთება აფხაზეთი+შავი ზღვა. ეს მუსლიმთა ერთადერთი გზაა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რუსეთი სასწრაფოდ გადაწყვეტს, დაგვიბრუნოს არა მარტო აფხაზეთი, ასევე სამაჩაბლოც. არ არის საჭირო ოსების მოძლიერება, პირიქით. ამას ხვდებიან და საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტენ საკითხს.

2000 წელი, 7 აგვისტო, საღამოს 5 საათი.

პრეზიდენტს მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებები. რუსეთის პრეზიდენტი საინტერესო წინადადებით დადგება თითქოს და აფხაზეთის საკითხი, მკვდარია, მაგრამ მოულოდნელად წამოიჭრება. ეს წამოვა რუსეთიდან; თან ისე, რომ რუსეთი ითამაშებს თითქოსდა დიდ როლს – აფხაზეთს უბრუნებს საქართველოს. ეს მოხდება მოულოდნელად.

2001 წელი, 4 ოქტომბერი, დილის 5 საათი.

ამერიკა ისევ იცავს საქართველოს ინტერესებს, რუსეთი ვერას გახდება. ამერიკის პრეზიდენტი პუტინს მოუგებს — თუმცა პუტინიც ცდილობდა პრეზიდენტის დაშინებასა და მოტყუებას — ამიტომ რუსეთი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, საბოლოო ჯამში, საქართველოს სასარგებლოდ წყვეტს ტერიტორიების საკითხს. ასეთია უფლის ნება. ამინ!**ამერიკა საქართველოს ითხოვს. რუსეთი უარს ვერ იტყვის, იგი ძალას კარგავს.

2001 წელი, 25 ოქტომბერი, დღის 2 საათი.

ამერიკა და ევროპა უკვე სერიოზულად გააფრთხილებენ რუსეთს. ამერიკა ისევ ძლიერ საფეხურზე დგას...ძალების დემონსტრირების შანსს ამერიკა ხელიდან არ გაუშვებს. იგი რჩება უძლიერესად მსოფლიოში. რუსები თამაშს იწყებენ, რითაც წააგებენ.

2002 წელი, 6 ივლისი, დღის 12 საათი.

ამერიკა სერიოზულ ლაპარაკს იწყებს რუსებთან აფხაზეთზე. მოულოდნელად შევდივართ! ეს განუყოფელი ნაწილია საქართველოსი. ასე ნებავს ღმერთს.

2003 წელი, 30 მარტი, დღის 1საათი.

რუსეთი ამერიკასთან იწყებს საქართველოსთან დაკავშირებით ვაჭრობას...რუსეთი, სურს თუ არა, საქართველოს დათმობს! ვხედავთ, იკეტება საზღვრები: აფხაზეთი, სამაჩაბლო, მესხეთ-ჯავახეთი.

2003 წელი, 9 ივლისი, ლიკანი.

ამერიკა ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადაგამს საქართველოს პოლიტიკაში. ვხედავ, მოსკოვი, ანუ რუსები იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ ამერიკელებს და ბევრ რამეს დათმობენ საქართველოსთან მიმართებაში. სხვა გზა არც რჩებათ, გარდა იმისა, რომ აფხაზეთში დაბრუნებაში დაეხმარონ ქართველებს. ეს ასეა!

2004 წელი, 26 ივლისი, თბილისი.

საქართველოს თემა ძალიან დაძაბავს ამერიკა-რუსეთის ურთიერთოებებს და აქ დამთავრდება ყველაფერი.

2007 წელი, 19 იანვარი, ნათლისღება.

რუსეთი, ვხედავ, მომავალში იწყებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის განხილვას...2007 წელი, 3 ოქტომბერი, დილის 9 საათი.

ვხედავ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილონი, არ უნდა ვეცადოთ, სხვას ჩამოვეკიდოთ. საქართველო საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და ეროვნულობამ უნდა გაიმარჯვოს. ხალხის ნება, ერთიანობა – აი, რა მიიქცევს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ყურადღებას, ანუ ისტორიულად ღრმა კულტურის მქონე ქვეყნების ყურადღებას.

2007 წელი, 4 ოქტომბერი, დილის 6 საათი.

რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები არ ჰგავს ქართულ მოლაპარაკებებს. რუსეთი და ამერიკა, ვხედავ, ღიად დაჭამენ ერთმანეთს, ისე, როგორც არასდროს. ორი მონსტრი ღიად დაუპირისპირდება ერთმანეთს.

2007 წელი, 10 ოქტომბერი, დილის 5 საათი.

ვხედავ, რომ ამერიკას დიდი ინტერესი აქვს საქართველოსი და მთლიანად კავკასიისა. მაშ, რა ხდება? უბრალოდ, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს. აი, როცა მოილაპარაკებენ, მაშინ ნახავთ, რა სწრაფად შევალთ ნატოში.

2008 წელი, 17 იანვარი, ურეკი.

წავა დიდი მოლაპარაკებები: აქეთ ამერიკა, იქით რუსეთი... რუსეთი დათმობს პოზიციებს, საქართველო შედის ნატოში, რუსეთი კი საკუთარი ხელით გვიბრუნებს ქართულ ტერიტორიებს. ეს პროცესები უცბად დაიწყება.

2008 წელი, 22 იანვარი, დღის 12 საათი.

ამერიკაში დაიწყება მეტად საინტერესო პროცესები. ახალია მთავრობა, ახალი პოლიტიკური ნაბიჯები იდგმება, ვხედავ. განსაკუთრებით მძაფრი და გამოკვეთილი ნაბიჯები რუსეთთან დაკავშირებით განხორციელდება, ანუ ურთიერთობები უფრო დაეძაბებათ. საინტერესო ის არის, რომ კავკასიის საკითხი ისევ გაირჩევა. მკაფიოდ იკვეთება ის ფაქტი, რომ ნატოს საქართველო აინტერესებს სტრატეგიული კუთხით. ამერიკელებმა მხოლოდ ერთ წერტილში რომ განალაგოს სარაკეტო თუ სხვა სახის იარაღი, ესეც კი ეყოფათ მუსლიმების წინააღმდეგ.

2008 წლის 12 აპრილი.

ვხედავ ამერიკა-ევროპის მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტთან. ის რეალური სურათი, რომელსაც რუსეთი იხილავს, შეაშინებს მას და სასწრაფოდ იცვლება პოლიტიკური კურსი. აფხაზეთი და სამაჩაბლო, საინგილო და ტრაპიზონი საქართველოა და დღევანდელი პოლიტიკური ანალიზის მიუხედავად, რომ რუსეთი გვართმევს აფხაზეთსა და ცხინვალს, დაიმახსოვრეთ, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე: რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს! თუმცა დღეს დიდი პოლიტიკური ომია, რომელიც ნამდვილ ომში უნდა გადაიზარდოს, ვხედავ. ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთი წააგებს!

2008 წელი, 20 ივნისი.

მსოფლიო რუსეთს დიდი სიამოვნებით არ დაუჯერებს, ევროპა-ამერიკა არცერთ შემთხვევაში არაფერს დაუთმობს მათ, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში.ვხედავ, ამერიკა და რუსეთი მაინც მიაღწევენ შეთანხმებას საქართველოსთან მიმართებაში და ეს შეთანხმება, დაიმახსოვრეთ, იქნება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ! და ეს გადაწყვეტილება სამართლიანია!

2008 წელი, 1 ნოემბერი, თბილისი.

რუსების ამბიციასა და ამპარტავნებას, ვხედავ, საზღვარი არ აქვს. ეს მათ აბრმავებს და ვერ ხედავენ, თუ რა დიდი საშიშროების წინაშე დგანან. ეს საშიშროება რუსეთის იმპერიის დაშლაა. პროცესი უკვე დაწყებულია და ეს ყოველივე ძალიან ნათლად, უფრო მეტად გამოჩნდება, ვინაიდან კრემლის ბინადართა ყველა მცდელობა, ანუ მოლაპარაკებების წარმოება აზიის ქვეყნებთან, კავკასიაში, ევროპაში, ამერიკასთან — უშედეგოა, არაფერი გამოუვათ. რუსულ პოლიტიკას დიდი კრახი ელის.

2008 წელი, 9 დეკემბერი, თბილისი.

ამერიკა რუსეთს არ დაუთმობს. ახალი პრეზიდენტის იმედი რუსეთს ტყუილად აქვს. მოვიდა ის მთავრობა, რომლის მთავარი პროგრამა არის რუსეთის დაშლა და იცოდეთ, რომ დაშლიან კიდეც. დიდ დარტყმას რუსეთი კავკასიისა და უკრაინის დაკარგვით იწვნევს. დღეს კიდევ იმედი აქვთ, მაგრამ ყველაფერი ძალიან გვიანია... რუსეთმა საშინლად წააგო, მითუმეტეს, რომ დიდ სიურპრიზებს ვხედავ ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან რუსეთის მიმართ.

2009 წელი, 19 იანვარი, ურეკი, ნათლისღება.

შავ ზღვაზე ვხედავ ამერიკულ სამხედრო გემებს და არა მარტო ამერიკულს, ვხედავ გერმანიის, იტალიის სამხედრო გემებსაც. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დაცვა საქართველოსი. ვხედავ, გემები საბრძოლო მზადყოფნაში არიან. რუსეთი ყოველივე ამას წინ ვერ აღუდგება, ვერაფერს მოიმოქმედებს. დათმობაზე არც ამერიკა წავა და არც ევროპა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება მოლაპარაკებები, თუ რუსეთი დატოვებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ანუ ქართულ ტერიტორიებს და, რაც მთავარია, ცნობს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც ადრე აღვნიშნე (ეს 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე), რუსეთი იძულებული იქნება დათმოს საქართველოს ტერიტორიები, რუსეთს საკუთარი მიწის დაცვა მოუწევს და ისინი გარბიან მათ დასაცავად.

2009 წელი, 11 მარტი, თბილისი, დღის 5 საათი.

რამდენადაც უახლოვდებიან რუსეთი და ამერიკა ერთმანეთს, იმდენად უფრო იძაბება მათი ურთიერთობები. ეს თამაში დიდხანს ვერ გაგრძელდება. ყველა მცდელობა ამაოა.რუსეთი მაინც განაგრძობს იმ პოლიტიკას, რასაც მსოფლიო არ მიიღებს და მალე ხმამაღლა გამოთქვამენ დიდ პროტესტს. ვხედავ, ევროპა და ამერიკა უფრო მჭიდრო უთიერთობებს ამყარებენ, ერთ მუშტად იკვრებიან რუსეთის წინააღმდეგ.

2009 წელი, 4 აპრილი, თბილისი.

ვხედავ, ამერიკა უფრო გაააქტიურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, განსაკუთრებით სამხედრო ხაზით. მთლიანად იცვლება ჯარის სტრუქტურა. ვხედავ, მომავალში ეს ისეთი ჯარია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში – ხმელეთზე აღარაფერს ვამბობ – ჰაერსა და ზღვაზე ბრძოლაშიც, ანალოგი არ ეყოლება!ამერიკა არ წყვეტს მუშაობას საქართველოსთან მიმართებაში, რაც მთავარია, სამხედრო ხაზით; ვიმეორებ, განსაკუთრებით, სამხედრო ხაზით! ვხედავ, ეს რუსეთს აცოფებს, ძალიან აღიზიანებს, მაგრამ ამ პროცესს ისინი ვეღარ შეაჩერებენ. მათი ყველა ცდა ფუჭია.

2009 წელი, 2 მაისი, თბილისი.

რუსეთ-ამერიკას შორის საქართველოს საკითხია უმნიშვნელოვანესი. ზუსტად ეს იცავს საქართველოს მართლა განადგურებისგან. რუსეთის ყველა მცდელობა ჩაფუშულია.ვერც კი წარმოიდგენთ, რუსეთი როგორი ძალებითაა ჩართული საქართველოს შინაურ საქმეებში. დღეს ჩვენი ქვეყანა უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საკითხია რუსეთისთვის, ამიტომ რუსეთის მთავრობა ყველაფერზე მიდის. ეს რუსეთ-ამერიკის დიდი პოლიტიკური ომია და მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, ვინ ვის მოუგებს.**ვხედავ, მსოფლიოში დიდი პოლიტიკური გარჩევები კულმინაციას აღწევს. ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ არის მომართული. ევროპა და ამერიკა არც ურთიერთობების გამწვავებას ერიდებიან. ისინი რუსეთს კუთხეში მიიმწყვდევენ. არ შეიძლება რუსეთმა საკუთარი პოლიტიკა გაატაროს იმ ტონით, როგორითაც დღეს საუბრობს. ძლიერი რუსეთი არავის სურს!!! აქედან გამომდინარე, ანუ რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ განაპირობებს იმას, რომ დაჩქარდება საქართველოს შესვლა ნატოში.ვხედავ, რუსეთის მთავრობა ამერიკასთან ვერ გატარებს თავის პოლიტიკას. მათი მოლაპარაკებები ფუჭია და უშედეგო. მთავარი კი, რაც რუსეთს კი არ აწუხებს, აგიჟებს, ეს საქართველოს თემაა. ამერიკა ბოლომდე ასრულებს საკუთარ გეგმებს და არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობს რუსებს საქართველოს!

2009 წელი, 15 მაისი, თბილისი.

ვხედავ ევროპა-ამერიკის სერიოზულ გაფრთხილებას რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომ რუსეთი მოეშვას კავკასიაში ტერორებს და აგრესიას, განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ; რომ რუსებმა უნდა დატოვონ საქართველო და შეასრულონ ვალდებულებები.ასევე ვხედავ, მომავალში რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის დროს, ამერიკის პრეზიდენტი კი არ აგრძნობინებს, არამედ პირდაპირ მოსთხოვს პასუხს რუსეთის პრეზიდენტს. დიახ, ეს ასეც მოხდება.

2009 წელი, 16 ივნისი, თბილისი.

ვხედავ, ევროპა და ამერიკა მიდიან დასკვნამდე, რომ რამდენადაც უთმობენ რუსეთს, იმდენად უარყოფით პასუხებს ღებულობენ და ამიტომ საჭიროა ხისტი პოლიტიკის გატარება – არავითარი დათმობა! მით უმეტეს, რომ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა, ვხედავ, არაფრის მომცემია. მათი პოლიტიკური შეხედულებები არცერთ საკითხში არ ემთხვევა. პირიქით, რუსეთის ტონი უხეში და კატეგორიულია და ბოლოს მუქარაც, რაც წყობიდან გამოიყვანს ამერიკის პრეზიდენტს. თუმცა არ შეიმჩნევს, მაგრამ ამერიკელი პრეზიდენტი იგივე ტონით შეუბრუნებს პასუხს რუს პრეზიდენტს, არაფერს დაუთმობს, ვხედავ, არც იგი დააკლებს მუქარას. აშკარად ვხედავ, უპირატესობა ამერიკის პრეზიდენტის მხარეზეა. მთავარი ის არის, რომ ეს შეხვედრა რუსებს გამოაფხიზლებს, მიახვედრებს, რომ მათი საქციელი რწყილის კბენას ჰგავს და სჯობს, ტონი შეცვალონ!

2009 წელი, 1 ივლისი, ურეკი.

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არაფრის მომტანია, განსაკუთრებით, რუსეთისათვის. ამერიკა, ვიმეორებ მრავალჯერ დანახულს, საქართველოს არ დათმობს. მომავალშიც იმეორებს, რომ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!!! ამერიკა რუსეთს დაანახებს, რომ იგი ახლაც ზესახელმწიფოა, წარსულშიც იყო და მომავალშიც იქნება, ხოლო რუსეთის პრეზიდენტიდ ძალაუფლება დასუსტდა. მისი გავლენა დღეს უფრო სუსტია, ვხედავ, ვიდრე წარსულში იყო.

2009 წელი, 16 ნოემბერი.

ვხედავ, მომავალში ამერიკის მთავრობა რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. ესრუსეთისთვის ძალიან მოულოდნელი დარტყმა იქნება. მოლაპარაკებები ორ ზესახელმწიფოს შორის შედეგს არ გამოიღებს. ვხედავ, ამერიკა ნელ-ნელა, მაგრამ მყარად დგება საქართველოს საკითხში და არც არაფერს დაუთმობს რუსებს. უბრალოდ, ყველაფერი დროის ამბავია. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ მოუწევს საქართველოს დატოვება ადრე თუ გვიან და ამიტომ ისინი ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიან. რატომღაც ჰგონიათ, რომ, როგორც სოჭი შერჩათ, ისე შერჩებათ აფხაზეთი და სამაჩაბლო! ვერ მოესწრებიან! ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ მოიმართება!

2009 წელი, 25 ნოემბერი, თბილისი.

რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება. ვხედავ, მომავალში ისინი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან. ეს მალე ღიად გამოჩნდება. ამერიკას, სურს თუ არა, საქართველო უნდა დაიცვას რუსეთის აგრესიისგან (ასევე ევროპამაც) საკუთარი იმიჯისთვის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კვლავ ზესახელმწიფოდ უნდა რჩებოდეს. იგივეს ფიქრობს, ოღონდ სათავისოდ, რუსეთიც, მაგრამ რუსული პოლიტიკა წააგებს. არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები – აი, რაშია რუსეთის უბედურება. ჩიხიდან, რომელშიც რუსული პოლიტიკა მოემწყვდა, მხოლოდ ერთი გამოსავალია – რუსულმა არმიამ დატოვოს საქართველო!

2010 წელი, 25 იანვარი, თბილისი.

ვხედავ, ახლოვდება დრო, როცა ამერიკა გააქტიურდება საქართველოსთან მიმართებაში. ხვდებიან, რომ პოლიტიკური თამაშის დრო აღარ არის, რომ მოქმედებაა საჭირო, რომ უკვე უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ, რაც საქართველოს დაიცავს რუსული აგრესიისგან. და მთავარი: აღარ უნდა გაწელონ საქართველოს ნატოში შესვლა, მიუხედავად იმისა, ეწყინება ეს რუსეთს თუ არა.

ვხედავ, ამერიკა მოულოდნელად ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, რომ რუსეთს ნოკაუტში კი არა, კომაში აგდებს. რუსები კი ხმასაც ვერ ამოიღებენ, იმდენად დაბნეულები არიან! აი აქედან დაიწყება ნამდვილი პოლიტიკური ომი. ეს ყველაფერი, მერწმუნეთ, საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს და ვხედავ იგივეს, რაც ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე: შევდივართ ნატოში! მომავალში კი ვხედავ, საქართველო იქნება ნეიტრალური ქვეყანა და ეს მოხდება ამერიკის დახმარებით.

2010 წელი, 2 თებერვალი, თბილისი.

ამერიკა-რუსეთის პოლიტიკური თამაშები დიდხანს არ გასტანს. ვხედავ, ეს ორი ზესახელმწიფო მოქმედების ფაზაში შედის. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ამერიკის მხარეზეა გადახრილი; გერმანია, საფრანგეთი და იტალია კი თავს იკავებენ. ისინი ვითომ რუსეთის მეგობრებად მოიაზრებიან, სინამდვილეში კი რუსეთის მთავრობას ისინი უფრო მეტად არ ენდობიან, ვიდრე სხვა ქვეყნები. ეს მალე გამოჩნდება. საბოლოოდ კი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ევროპა და ამერიკა გაერთიანდებიან და ერთიანი ძალით შეუტევენ რუსულ პოლიტიკას.

მთავარი კი ის არის, რომ (ეს წარსულში დავინახე) რუსეთი ნატოში ინტეგრაციას მოითხოვს! ვხედავ მათ სამომავლო გეგმას: რუსეთი ნატოს მტრად მიიჩნევდა და მიიჩნევს დღესაც. ამიტომ საჭიროა მოქმედება და შეიმუშავეს გეგმა _ შევიდეს მტრის ბანაკში და ციხე შიგნიდან გატეხოს! ანუ შევიდეს შიგ ნატოს გულში, სადაც, მათი აზრით, ყველა კარი ღიაა და, ბოლოსდაბოლოს, ნატო დაშალოს!მაგრამ, ბატონებო, ეს პატარა საქართველო არაა!!! ეს აფხაზეთი და სამაჩაბლო არაა!!! მომავალში რუსეთი დიდი საშიშროების წინაშე დგება. მათი პოლიტიკა არ გაამართლებს. ნატო მათთვის ის ხაფანგია, რომელიც რუსეთს დაშლის, პირველობა კი ისევ ამერიკას დარჩება! მოკლედ, სხვისთვის ამოთხრილ ორმოში თვითონ რუსეთი აღმოჩნდება.

2010 წელი, 17 თებერვალი.

შავ ზღვაში კი ამერიკული სამხედრო გემები შემოდიან. ვხედავ უცხოური ჯარის შენაერთებს და სხვა მრავალს. რა არის ეს? ეს საქართველოს დაცვაა! მოკლედ და კონკრეტულად!!! ეს ამერიკა და რუსეთი პირდაპირ უპირისპირდებიან ერთმანეთს! ვხედავ, რუსეთი ცუდ დღეშია, ვინაიდან ამერიკამ და ევროპამ დაამთავრეს ლაპარაკის, ანუ მოლაპარაკებების პოლიტიკა რუსეთთან და ახლა პირდაპირ მოქმედებებზე გადადიან. თვითონ რუსეთმა არ დაუტოვა მსოფლიოს სხვა გზა. რუსეთის პრეზიდენტების პოლიტიკური ნაბიჯები საშიში გახდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რუსეთის ქმედება ზუსტად ჰგავს ერთ ანდაზას: ბავშვს ეკითხებიან, რატომ ტირიო? გამდის და იმიტომო! ჰოდა, რომ აღარ იტიროს, კარგად უნდა დასაჯო! ასეა, რუსეთიც კარგად უნდა დაისაჯოს. ვხედავ, კოსმოსი არ აპატიებს რუსეთს (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე) და მწარედ დასჯის.

2010 წელი, 7 მაისი, თბილისი.

ვხედავ, მომავალში ევროპა და ამერიკა დიდ პოლიტიკურ სიურპრიზებს მოუწყობენ რუსეთს. ეს ერთობლივი ევრო-ამერიკული პროგრამა დიდ დარტყმას მიაყენებს და აიძულებს რუსებს, უკან დაიხიონ; მომავალში კი საქართველოს ტერიტორიიდან ჯარს ასი პროცენტით გააყვანინებენ. ვხედავ, რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებს, რომელთაც ეს სტატუსი თავად მიანიჭა, უარყოფს. მოსკოვი ხმამაღლა განაცხადებს, რომ აღარ სცნობს მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად!

2010 წელი, 30 მაისი.

მეტსაც ვხედავ: გერმანია-საფრანგეთს აწყობს, რომ ევროსაბჭოში შემავალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ისევ დაბრუნდნენ რუსების ახალ, მოდერნიზებულ კაპიტალისტურ საბჭოთა კავშირში, რადგან ამით ბევრი თავსატეხი მოსცილდება ძველ ევროპას _ აღარც ეკონომიკური კრიზისები იქნება მათი თავშისაცემი და აღარც სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი! ასეა, ევროპას ურჩევნია, დარჩეს ისევ ძველ ევროპად. ვხედავ, მოლაპარაკებულებიც არიან გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი, მაგრამ ამერიკა ამ გარიგებებს ნიღაბს ახსნის. დროა უკვე, შეერთებული შტატები მართლა მკაცრად ჩაერიოს ამ ბინძურ, კაცთმოძულე პოლიტიკაში.ვხედავ, მომავალში ამერიკა რუსეთს არაფერს დაუთმობს. აქ, ვხედავ, აღარ ჩანს ფრთხილი, პოლიტიკური ნაბიჯები ამერიკის მხრიდან. პირიქით, ეს იქნება დიდი, შემტევი პოლიტიკა, რომელიც რუსეთს დაამარცხებს ასი პროცენტით. ეს რუსეთის პრეზიდენტის ბოლო აკორდია, ვხედავ.**ვხედავ ამერიკის აქტიურ ქმედებებს საქართველოში. მომავალში ვხედავ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, ფაქტობრივად, ეს უფრო დაპირისპირებას ჰგავს, ვიდრე მოლაპარაკებას! ამაზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. ამერიკა, ვხედავ, ევროპასაც აიძულებს, რომ საქართველოსკენ გადაიხაროს და დაიცვას მისი ინტერესები. „არც გაბედოთ ორმაგი თამაში!“ — ასეთია ამერიკის მთავრობის გაფრთხილება ევროპისადმი.

2010 წელი, 8 ივნისი, თბილისი, ღამის 21 სააათი.ვხედავ, მომავალში მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა ერთხმად ლაპარაკობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. რუსეთი მთლიანად ჩიხშია მოქცეული და გამოსავალი კი ერთია: დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და სრულიად საქართველო. ისე გამოჩნდება, თითქოს ამერიკა-ევროპას საქართველოს ტერიტორიების გარდა სხვა საკითხები არც აქვთ გასარჩევი! დიახ, ასეა, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ამერიკის იმიჯისთვის. მათ სხვა ქვეყნები თვალყურს ადევნებენ და ელოდებიან შედეგს, თუ ვინ გაიმარჯვებს _ ამერიკა თუ რუსეთი! ეს დრო კი ძალიან ახლოსაა!!! ამერიკა , ვხედავ, არცერთ შემთხვევაში არ დაიხევს უკან. ამ ორი დიდი სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჩვენი ქვეყნის წისქვილზე ასხმას წყალს და ეს, ჩემო საყვარელო ქართველებო, უნდა გამოვიყენოთ. ეს ასეც ასრულდება, სხვაგვარად არც მოხდება. ჩვენი დატაცებული მიწები უნდა დაგვიბრუნოს რუსეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რა თქმა უნდა, თურქეთმაც! ეს მომავალია საქართველოსი და ეს ასი პროცენტით ასრულდება! დღეს კი აუცილებლად ვიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს!

2011 წელი, 24 ოქტომბერი, დილის 6 საათი, თბილისი.

მინდა გავიმეორო წინასწარმეტყველება, რომელიც წარსულში ვთქვი: ამერიკის სათავეში მოდიან „რესპუბლიკელები“, მოდის ახალი პრეზიდენტი — ძლიერი „გენერალი“ (ასე დავარქმევ. საერთოდ, ძლიერ პიროვნებებს ყოველთვის `გენერალს~ ვუწოდებ). იგი სულ სხვა პოლიტიკას გაატარებს — უფრო ჭკვიანურს, უფრო ძლიერს და ხალხიც, ვხედავ, დაეთანხმება. განსაკუთრებით, რუსეთთან დამოკიდებულებაში გაატარებს ძლიერ, ანუ ძალინ ჭკვიანურ პოლიტიკას და არაფერს დაუთმობს მათ, დიახ, არაფერს. დაარეგულირებს ახლო აღმოსავლეთსაც. არაფერს მოერიდება, სადაც ომია საჭირო, იომებს. იგი ბევრს პოლიტიკურ მოღვაწესაც გამოაფხიზლებს. და ეს იქნება აბსოლუტურად ზუსტი პოლიტიკური კურსი, სწორი მიმართულება, რომელიც დიდ სახელმწიფოებს პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანს. სხვა გზა არ არსებობს. ერაყშიც სწრაფად გამოასწორებს მდგომარეობას. ვხედავ, ნატო ერაყიდან არმიას ბოლომდე მაინც არ გამოიყვანს, ხოლო `რესპუბლიკელი~ პრეზიდენტი, პირიქით, კიდეც შეიყვანს. ისინი იქვე არიან ჩასაფრებულები. უპირისპირდება ასევე ირანს: „თუ ომი გინდათ, მიიღებთ ომს! თქვენ საშიშროებას უქმნით მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, ქმნით ატომურ იარაღს, რათა ომებში გამოიყენოთ იგი და არა მშვიდობისათვის!“ რა თქმა უნდა, ყველა მიხვდება, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ ხუმრობს, არ თამაშობს, რომ იგი ყოველივეს განახორციელებს რეალურად!!!

2011 წელი, 14 ნოემბერი, თბილისი.

მომავალში ამერიკა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობები გადაიზრდება პოლიტიკურ შეთანხმებებში. ასე ვთქვათ, ივაჭრებენ, ვინ რას დათმობს და ვინ რას მიიღებს სამაგიეროდ. ესეც დაძაბული პერიოდებია.მინდა კვლავ აღვნიშნო ასჯერ დანახული, რომ ამერიკა შავი ზღვიდან არ გავა! აქ თითქოს თურქეთი ისევ წინააღმდეგობას წევს, მაგრამ მალევე გაჩუმდება. მთავრობის არასწორი პოლიტიკა თურქეთს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ძალიან ბევრი რამ შეუჩერდებათ. მაგალითად, მათი ოცნება ევროკავშირში გაერთიანებისა, ისევ იყინება და ეს სწორედ თურქეთის მთავრობის არასწორი პოლიტიკი ნაყოფია.

2012 წელი, 14 იანვარი, ურეკი.ვხედავ, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველო მათი შვილობილი ქვეყანაა, ასე ვთქვათ. ისე, ძალიან გულისშემძვრელი ტერმინია ეს "შვილობილი", რომელსაც სწრაფად აიტაცებენ ქართველი პოლიტიკოსები. ჰოდა, თავის შვილობილ ქვეყანას ამერიკა არ გაწირავს!

2012 წელი, 8 ივლისი. ამერიკის ახალ რესპუბლიკელ პრეზიდენტს, რომელსაც ძალზე რთული ხასიათი აქვს, ანუ ჯიუტია, დათმობა არ უყვარს, განსაკუთრებით კი, წაგება. ყველაფერზე წავა, რომ არ წააგოს. დიდხანს არ ფიქრობს გადაწყვეტილებებზე და ბრძანებებს სწრაფად გასცემს არსებული მდგომარეობის მიხედვით. ასე რომ, ფრთხილად. ასეთი პოლიტიკური დაძაბულობები და ურთიერთობები ამერიკასთან მიმართებაში რუსეთს ძალიან ჩააფიქრებს. ამერიკის პრეზიდენტი უკან არ იხევს, „მასთან მოლაპარაკებები რთულია“, — ასე ფიქრობს რუსეთის მთავრობა. იგი საშიშიცაა. ძველი ხალხის ნათქვამია, მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო. ასე რომ მსოფლიოს დიდი ცვლილებები ელის ამ ორი წამყვანი ქვეყნისგან.

3 ნოემბერი, 2013 წელი.

კოსმოსი ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ამერიკა კი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც ყოველთვის. ის ძალიან გააქტიურდება. ეს იმას ჰგავს, რომ შემოლაწუნებით გამოფხიზლდეს და დაიწყოს თავისი პოლიტიკის გატარება-გამყარება, რომელშიც თითქოსდა მოიკოჭლა. უფრო სწორად რომ ვთქვა, იწყებს თავისი იმიჯის გამყარებას მსოფლიოში. ეს არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე, რომელიც ყველა ხერხითა და დიდი ლოზუნგებით უკიჟინებს მსოფლიოს, რომ ამერიკის ძლიერება _ ეს არის მითი და მეტი არაფერი; რომ ამერიკის პოლიტიკა არის უსუსური და უფრო მეტიც, დამღუპველი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის; რომ რუსეთია, ბატონებო, პირველი ზესახელმწიფო და არა ამერიკა. ამერიკა ნელ-ნელა ცვლის თავის პოლიტიკას, ცოტა აგრესიულსაც გახდის, და რა თქმა უნდა, ყველა იმ პოლიტიკურ დარტყმას, რაც უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ვერ განახორციელა თეთრმა სახლმა, რითაც რუსეთს დიდი კოზირი ჩაუგდო ხელში, რუსეთს მისცა ძალა იმისა, რომ ამერიკის იმიჯი ასე ტალახში ამოეთხვარა. ამის პასუხად ამერიკა, ისე რომ არც არავის დაეკითხება, ისე გადაწყვეტს უმნიშვნელოვანეს საკითხებს ახლო აღმოსავლეთშიც, ევროპაშიც და რაც ძალიან მიხარია, რასაც ვხედავ _ საქართველოშიც. თუ სად დაიწყებს ომს და ქიმიური იარაღის განადგურებას, ვიმეორებ, ამერიკა არავის არ დაეკითხება, პირდაპირ განახორციელებს დარტყმებს.

2014 წელი, 29 აპრილი.

ვხედავ, დაიწყება მოლაპარაკებები ამერიკა-ევროპა-რუსეთს შორის. ამერიკა და ევროპა პირდაპირ მოითხოვენ, დაუბრუნოს რუსეთმა ტერიტორიები საქართველოს. იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთმა გაატარა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სრულად დაუმსხვრევენ ამერიკა და ევროპა კრემლს და ახალი საზღვრების შემოხაზვას, ახალი სახელმწიფოების მშნებლობას შეუდგებიან.

2014 წელი, 21 ნოემბერი,18:00 სთ.

რუსეთის პრეზიდენტს ძალიან ეშინია, ვინაიდან იცის, რომ რესპუბლიკელები _ დიახ, ბატონო, დიახ, _ ომის მომხრენი არიან. მათ ბევრი ლაპარაკი არ უყვართ და ზუსტადაც რომ დაარტყამენ რუსეთს. ამერიკა ამიტომ ძალიან ღიად თამაშობს თავის საგარეო პოლიტიკას. შეაქვს დიდი რაოდენობით იარაღი ევროპაში, განსაკუთრებოთ ბალტიისპირეთის ზოლზე და ასევე შავი ზღვის ზოლზე. ვხედავ, როგორ გადმოლახავენ ამერიკული სამხედრო გემები ბოსფორის სრუტეს და განლაგდებიან საქართველოში. ასევე ყირიმთან ახლოს.ვხედავ, მოულოდნელად ატყდება დავა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხზე. ამერიკა მოსთხოვს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები კავკასიიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოახლოვდა დრო, როცა რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო.

2014 წელი, 28 ნოემბერი, თბილისი. 20:50 სთ.

მე კი ვხედავ და ვიცი, რომ რუსეთი ცალკე თამაშობს აგიტაცია-პროპაგანდობანას, ამერიკა და ევროპა ცალკე. მაგრამ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა და, ასე ვთქვათ, მშვიდობის ჩიბუხის გაბოლება, ფიზიკურ ქმედებებში გადადის. ამერიკა ახლო აღმოსავლეთსაც დირიჟორობს და ევროპასა და უკრაინასაც. ამ სადავეებს ამერიკის სათავეში მოსული რესპუბლიკელები ხელიდან არ გაუშვებენ. რუსეთის მთავრობისთვის, ადამიანებო, უდიდესი ტრაგედიაა რესპუბლიკელების მოსვლა ამერიკის მთავრობაში.

2014 წელი, 13 დეკემბერი, 20 საათი და 30 წუთი.

რუსეთი ძალიან ცუდ დღეშია. ამერიკა არცერთ შემთხვევაში არაფერს დაუთმობს კრემლს. ვხედავ, პუტინის ეპოქა დამთავრდა და მას წერტილს ამერიკის სათავეში მოსული რესპუბლიკელები დაუსვამენ.

2016 წელი, 21 მარტი, 21 საათი და 30 წუთი.

ვიმეორებ მრავალჯერ ნაწინასწარმეტყველებს: ამერიკას ისე გაუხდის საქმეს კოსმოსი, რომ საქართველოს არაფრით დათმობს. აი ამიტომ ვხედავ შავ ზღვაზე ამერიკულ სამხედრო გემებს, რაკეტებს, რომლებიც აღმოსავლეთითა და ასევე ჩრდილოეთითაცაა პირით მიქცეულები. ამ პროცესებს რუსეთი ვერ შეაჩერებს, არ ძლუძს, საკუთარი თავი გასჭირვებია.ვხედავ, რუსეთს ძალიან გაღიზიანებული ტონი ექნება საქართველოსთან დაკავშირებით. შეიძლება გინებაზეც კი გადავიდნენ. რატომ? — ისმის კითხვა. იმიტომ რომ ამერიკა ყველა საჭირო პროცესს დააჩქარებს, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოშიც შევიდეს და რუსეთი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გავიდეს. ეს იქნება რუსული პოლიტიკის ინფარქტი — სასიკვდილო ინფარქტი, და ის გარდაიცვლება.

2016 წელი, 14 აგვისტო, ურეკი.

„რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები — აფხაზეთი, სამაჩაბლო და საერთოდ საქართველო!“ — ამას მალე მოსთხოვენ რუსეთს ამერიკა და ევროპა. ეს მოთხოვნა უკვე ნამდვილად სერიოზული და მკაცრი იქნება, წარსულში გაკეთებულ განცხადებებს არ ემსგავსება. რუსეთის პრეზიდენტი ჩიხში მოემწყვდევა.

„ამერიკა, თუ ადრე ხუმრობდა, ახლა აღარ ხუმრობს“, — ვხედავ, ფიქრობს პრეზიდენტი დიდი რუსეთისა. იგი ხვდება, რომ ამერიკა საქართველოს ოკუპაციას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, ვინაიდან საქართველო ამერიკას ძალიან დასჭირდება მომავალში. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას უაზრო განადგურებისგან გადაარჩენს. ეს ასეა და ამ ყველაფერს მალე იხილავთ.რუსეთის პრეზიდენტმა ყოველივე კარგად იცის, მაგრამ მოუწევს, დათმოს საქართველოს ტერიტორიები. მაინც დაიწყებენ ინტრიგების ხლართვას, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მალე ისედაც ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოს პოლიტიკაში. არენაზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან, ახალი პოლიტიკოსები. ელოდეთ სენსაციებს!მერე წინა პლანზე უფრო რეალურად წამოიწევს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი და ასრულდება უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება: საქართველო ნატოს წევრი გახდება! ამინ! და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს.

ვიმეორებ: საქართველო ის აბრეშუმის გზაა, რომელიც ევროპასა და ამერიკას ჰაერივით სჭირდება!!!

ფონიჭალაში ავტობუსის გაჩერებას ტანსაცმლის გასაყიდად იყენებენ  - "აცადეთ ვაჭრობა, რა დროს ტრანსპორტია"

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის პირველ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს - რა დაარქვეს პატარას?

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე