სოფელ აწყურში უბედური შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

სოფელ აწყურში უბედური შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 35 წლის კაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუმარტეს, სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს მშენებარე ობიექტზე დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია