"მაყურებელი იხილავს უნიჭიერეს მუსიკოსს" - რა მოხდება "იქს ფაქტორის" დღევანდელ კონცერტზე

"მაყურებელი იხილავს უნიჭიერეს მუსიკოსს" - რა მოხდება "იქს ფაქტორის" დღევანდელ კონცერტზე

დღეს იქს ფაქტორის ნახევარფინალია, თითოეული კონკურსანტი ორ სიმღერას იმღერებს, პირველი ტური ქართულ სიმღერას დაეთმობა. გამარჯვებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, შოუს დღეს ორი კონკურსანტი გამოეთიშება, გამარჯვებამდე სულ ერთი ნაბიჯი რჩება, არ გამოტოვოთ დღევანდელი ლაივ-კონცერტი, ხვალ ამაზე ყველა ილაპარაკებს, დღეს კი ამის შესახებ პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი სოფო ტოროშელიძე გვიამბობს:

- დღეს "იქს ფაქტორის" ნახევარფინალია, სადაც კონკურსანტები ორ-ორ სიმღერას შეასრულებენ. პირველი ტური ყველასთვის საყვარელ ქართულ სიმღერას დაეთმობა, ხოლო მეორე ტურში თავისუფალი არჩევანი ექნებათ კონკურსანტებს. შოუს დღეს ორი კონკურსანტი გამოეთიშება, ასე რომ, მაყურებლის აქტიურობა აუცილებელია. ყველაზე საამაყო ჩემთვის ის არის, რომ დღევანდელ კონცერტზე მაყურებელი იხილავს უნიჭიერეს მუსიკოსს პაპუნა შარიქაძეს. სწორედ ის გაალამაზებს ჩვენს დღევანდელ შოუს. მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს ასეთი ნიჭიერი მუსიკოსი რომ გვყავს, ის ჰაი კლასის ხელოვანია. ასევე სცენაზე ნახავთ 17 წლის უნიჭიერეს დრამერს გიორგი კაპანაძეს, რომელიც მაყურებელს "ნიჭიერიდან" ახსოვს, გაიზარდა და გამორჩეულ მუსიკოსად ჩამოყალიბდა, ასევე გიტარისტ გიგი ცინცაძეს, დიტო საკანდელიძეს და ლაშა აბაშმაძეს.

- როგორი იყო პაპუნა შარიქაძესთან მუშაობა?

- მაგარი იყო მასთან თანამშრომლობა, ჩემთვის როგორც მუსიკოსისთვის პაპუნასთან მუშაობა ოცნება იყო და ვფიქრობ ყველა მუსიკოსს სურს მასთან კოლაბორაცია. პაპუნა 2 წუთში ისეთ მუსიკას ქმნის, შეუძლებელია ადამიანი არ ამღერდეს. აქვე ვიტყვი იმასაც, სწორედ პაპუნა არის ის მუსიკოსი, რომელიც „ბერკლის“ სასწავლებელში ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი