ადგილი სადაც ტიფლისი ხვდება თბილისს - ძველ თბილისში ახალი ქართული რესტორანი „მეამა“ გაიხსნა

ადგილი სადაც ტიფლისი ხვდება თბილისს - ძველ თბილისში ახალი ქართული რესტორანი „მეამა“ გაიხსნა

თბილისის ძველ უბანს, უნიკალური სივრცე შეემატა. ძმები ზდანევიჩების 8 ნომერში, შაბიამნისფერ აივნიან სახლში, საოცრად მყუდრო რესტორანი „მეამა“ გაიხსნა. აქ ქართველ და უცხოელ სტუმრებს, ძველი და მივიწყებული ქართული რეცეპტების მიხედვით შექმნილ კერძებს შესთავაზებენ.

იხილეთ ვიდეო:

რესტორნის გახსნაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემობნებინათ, სწორედ ის კერძები, რომლებსაც სხვა დროს ამ სივრცის სტუმრები უნიკალური სერვირებით დააგემოვნებენ. კაიმაღი ორაგულითა და ხიზილალით, ფელამუშის ტორტი, სინორი, ეს იმ კერძების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გათანამედროვებასა და ინტერპრეტაციაზეც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცნობილმა შეფმა, ლევან კობიაშვილმა თავის გუნთან ერთად იზრუნა.

როგორც რესტორნის დამფუძნებლები ამბობენ, „მეამას“ უნიკალურობა, მხოლოდ კულინარია არ არის, ძველი თბილისური გარემო, ხედები, შენობის ისტორიული ფასეულობა და ექსკლუზიური დეკორაციები, ამ ულამაზესი ქართული რესტორნის, დამატებითი ხიბლია.

„ჩვენთან მოსულ სტუმრებს არამხოლოდ საუკეთესო კერძებით გავუმასპინძლდებით, არამედ, ვაგრძნობინებთ ძველი თბილისის სულს, რაც ძალიან კარგად შეიგრძნობა ჩვენს დარბაზებში და ქართულ ატმოსფეროში.

ჩვენ გვაქვს ძველი ქართული, მოდერნიზებული კერძები, ევროპული სერვირებით. მიზანიც სწორედ ეს იყო, ამიტომ შევქმენით ეს ადგილი, რათა შეგვეთავაზებინა რაღაც უნიკალური და განსხვავებული, რაც არ არის ყველა ქართულ რესტორანში,“- ამბობს ირაკლი კახიძე, „მეამას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ულამაზესი ხედებით ტკბობისა და საოცარი კერძების დაგემოვნების შემდეგ, სურპრიზი ელოდათ. უამრავი შთამბეჭდავი პრიზი, სწორედ მათთვის გათამაშდა, თუმცა, ეს არ იყო საღამოს კულმინაცია. სპეციალური მოწვევით სტუმრების განწყობა „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულმა, სოფო ბათილაშვილმა კიდევ უფრო გაახალისა, ულამაზესი ქართული კომპოზიციების საშუალებით.

„ძალიან მომწონს „მეამას“ იდეა, ვფიქრობ, რომ მისი ხშირი სტუმარი ვიქნები იმიტომ, რომ ძველი და ახალი ქართულის ძალიან მაგარი მიქსია. რაც მთავარია, არც ძველი იკარგება და პლუს, ახალი იდეებიც ემატება, ეს ყველაზე საინტერესოა,“ - აღნიშნა სოფო ბათილაშვილმა.

ახლა კი ცოტა რამ ამ ულამაზესი შენობის შესახებ. ძმები ზდანევიჩების #8-ში, ერთხანს საიათნოვა ცხოვრობდა. რესტორნის აივნები და ვერანდა თბილისის ყველაზე ლამაზ ნაწილს გადაჰყურებს. თუკი, ამ შენობაში საუკუნის წინ, კულტურული ისტორია იქმნებოდა, ახლა ამავე შენობაში, „მეამა“ კულინარიისა და თანამედროვე ქართული კულტურის ახალ ისტორიას ქმნის.

იხილეთ ვიდეო:

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის