ავტორი:

ამ ფოტოებზე შესაძლოა თქვენი ბაბუა, ბიძა ან მამა იყოს ასახული - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები

ამ ფოტოებზე შესაძლოა თქვენი ბაბუა, ბიძა ან მამა იყოს ასახული - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მეგი სტემპენი განაგრძობს AMBEBI.GE-სთვის ახალი ინფორმაციის მოწოდებას, სადაც უცხოეთში გაფანტული ქართველი მეომრების საფლავების შესახებ ძალზე მნიშვნელოვანი მონაცემებია შენახული...

როგორც მეგი ჩვენთან საუბარში ამბობს, ხშირად გაოცებით ეკითხებიან - როგორ არ ეზარება ამხელა მანძილის გავლა:

"არასდროს მეზარება, რადგან ვიცი, დღემდე როგორ ელიან მათ ოჯახის წევრები, შთამომავლები, ისინი ვისაც ოდესმე სმენია მის შესახებ, აუცილებლად ელის, თუნდაც მცირედ ინფორმაციას...

ამიტომ არ მეზარება და ხშირად 120 კილომეტრი გამივლია, რათა მეპოვა იმ ქართველის საფლავი, რომელიც ლამის ნახევარი საუკუნეა უცხო მიწაში, სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით განისვენებს. როდესაც მისი საფლავის ქვასთან სანთელს ვანთებ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი ახლობელია და მასთან მოვედი... ამიტომ, არასდროს დავიზარებ და ვეცდები, რაც შეიძლება მეტი ქართველი ვაპოვნინო ოჯახს..." - ამბობს მეგი სტემპენი ჩვენთან საუბარში.

გთავაზობთ იმ ქართველების სიას, რომელთა საფლავებიც უკვე ნაპოვნია. სია მეგიმ გერმანიიდან მოგვაწოდა. აქვე დავსძენთ, რომ შესაძლოა, მათ სახელებსა და სოფლის სახელწოდებაში შეცდომები იყოს, რადგან თავის დროზე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი, ფაშისტური გერმანიის პირობებში, მეომრების პირადი მონაცემების სიზუსტეზე მაინცდამაინც არ უზრუნიათ.

იოსებ დავითის ძე გოგოლაშვილი - დაბადებული 1905 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ანაგაში. მეუღლე: გოგოლაშვილი მარია. დედა: ვარამაშვილი. ტყვედ ჩავარდა 05.07.1942 წელს. ბანაკი: შტალაგი 8 F (318); გარდაიცვალა 03.05.1943 წელს.

ზოსიმე მალახოს ძე კილაძე - დაბადებული 1907 წელს საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში. დედის გვარი: სამხარაძე. ტყვედ ჩავარდა 13.07.1942 წელს. ბანაკი: შტალაგი 4; გარდაიცვალა 23.08.1943 წელს.

დავითი სპირიდონის ძე კუპრეიშვილი - დაბადებული 07.10.1919 წელს ტყვედ ჩავარდა 09.10.1941 ჩერნიგოვში. ბანაკი: შტალაგი 4. გარდაიცვალა 05.09.1943

სამსონი გავრილეს ძე ირგაშვილი - დაბადებული 1892 წელს სოფელ კინდეხში. ტყვედ ჩავარდა 14.05.1942 წელს. ბანაკი: შტალაგი 4 B; გარდაიცვალა: 07.06.1943 წელს.

ზახარ შიროს ძე ექიზაშვილი - დაბადებული 1902 წელს, სოფელ გომარეთში. მეუღლე: იკიზაშვილი ელისაბედი. დედა: ჭელიძე. ტყვედ ჩავარდა: 13.07.1942 წელს. ბანაკი: შტალაგი 4; გარდაიცვალა: 23.03.1943 წელს.

მიხეილ კიმოთეს ძე კევლიშვილი - დაბადებული 28.02.1921 წელს თბილისში. ტყვედ ჩავარდა 16.06.1942 წელს. ბანაკი: შტალაგი 4; გარდაიცვალა 24.08.1943 წელს.

არჩილ ილიას ძე კევინუშვილი - დაბადებული 1916 წელს თბილისში. მისამართი: ქ. თბილისი, მარტყოფის ქუჩა, ნომერი 23. დედა: ასანიძე. ტყვედ ჩავარდა: 04.07.1942 ქერჩში. ბანაკი: შტალაგი 4; გარდაიცვალა 15.01.1943

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ