დაპირისპირება პარლამენტში სოფიო კილაძესა და ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის - "სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე"

დაპირისპირება პარლამენტში სოფიო კილაძესა და ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის - "სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე"

სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ, - ასე მიმართა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილს. მისი თქმით, ჭიაბერაშვილის მხრიდან სიღარიბეზე საუბარი უდიდესი სირცხვილია.

„ბატონო ზურა, ჩვენ პირველები ვართ ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, თუმცა სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარებეზე, როდესაც თქვენი ხელისუფლების პირობებში ხმა არ ამოგიღიათ არც ერთ წარმომადგენელს. უდიდესი სირცხვილია თქვენგან ამის გაკეთება. სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა კილაძემ.

პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, კამათის ფონზე წარიმართა. საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რეალურად არაფერი იცვლება და წარმოდგენილი ცვლილებები არის მხოლოდ კოსმეტიკური. კამათის ერთ-ერთი საგანი იყო ჭიაბერაშვილის მიერ სიღარებასთან დაკავშირებული განცხადებაც.

„მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი მცირე მთავრობის არასწორ განმარტებას აკეთებენ, თითქოს ეს არის ადმინისტრაციული ხარჯის შეფარდება მშპ-სთან. მცირე მთავრობა არის სამთავრობო ხარჯების შეფარდება მშპ-სთან. ამ თვალსაზრისით, ისეთი ქვეყნები რომ ავიღოთ, როგორც აშშ-ია, სამთავრობო ხარჯი შეადგენს 22.7%-ს, გერმანიაში 27.9%-ს. ცუდი მაგალითი არის ევროკავშირიდან საბერძნეთი, სადაც 48.8%-ია. ზოგადად, ეკონომისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მცირეა მთავრობა, ეკონომიკური ზრდა უკეთესია. იდეა მცირე მთავრობის სწორი და კარგია, თუმცა არასწორად არის შემოთავაზებული მთავრობის მიერ. საქართველოში უფრო მაღალი მაჩვენებელია (29%), ვიდრე აშშ-სა და გერმანიაში და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა. მუნიციპალიტეტებსაც თუ ჩავთვლით, მთლიანად ჩვენი ბიუროკრატია ყოველი 100-ლარიდან 35 ლარს. ამხელა პაკეტი, რაც წარმოდგენილია, არის სახელწოდების ცვლილებები კანონებში და მეტი არაფერი. არანაირი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შემცირდეს მთავრობის ზომა, მთავრობას არ წარმოუდგენია. მთავრობის ზომა მცირდება, როდესაც ნაკლებ გადასახადებს იღებს მთავრობა ეკონომიკიდან. ეს არის კოსმეტიკური ცვლილებები. სამინისტროების რიცხვი და რაოდენობა არ არის კავშირში მცირე მთავრობასთან, თუ მთავრობა ისევე ერევა ეკონომიკაში, როგორც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებში. წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?

ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს