დუგლაძეების ღვინის კომპანიის მორიგი ოქროს მედალი შანხაის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე

დუგლაძეების ღვინის კომპანიის მორიგი ოქროს მედალი შანხაის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე

„დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ Shanghai International Wine Challenge-ზე ოქროს მედალი მოიპოვა. ჟიურის რჩეული ქისი-2016 გახდა. შანხაის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2006 წლიდან იმართება და ჩინეთში ღვინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად მიიჩნევა.

საუკეთესო ღვინოები ფარული დეგუსტაციის მეთოდით გამოვლინდა, რომელშიც, სხვა პროფესიონალებთან ერთად, მსოფლიოში აღიარებული ღვინის მაგისტრები: ბ-ნ როდერიკ სმიტი, ბ-ნ რობერტ გედესი და ბ-ნ მიკ ო’კონელი მონაწილეობდნენ.

გარდა ოქროს მედლისა, აღნიშნულ კონკურსზე „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბ-ნ ზაალ დუგლაძემ განაცხადა, „მოხარულები ვართ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ ღვინოებმა ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოში გამართულ კონკურსებზე. ახლახან დასრულებულ WinExpo Georgia 2018-ის ფარგლებში ჩატარებულ ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი კომპანიის „მუკუზანი“ და „ტიბაანი“ ოქროს მედლებით დააჯილდოვეს“.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის