ლეღვის ნახარშით დამწვარი მამაკაცი რეანიმაციაში მოათავსეს

ლეღვის ნახარშით დამწვარი მამაკაცი რეანიმაციაში მოათავსეს

ლეღვის ნახარშის გამოყენებით რუჯის მისაღებად დამწვრობის ცენტრს დღეს ორმა პირმა მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხდა, ლეღვის ნახარშის გამოყენებით დამწვარი ორი პაციენტიდან ერთ-ერთმა, 26 წლის ქალმა ცენტრში მკურნალობაზე უარი განაცხადა და ხელწერილის საფუძველზე სახლში გაეწერა. 23 წლის მამაკაცი კი მკურნალობას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

„26 წლის ქალბატონსაც აუცილებლად სჭირდებოდა სტაციონარული მკურნალობა, თუმცა მან უარი განაცხადა და თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მათ მე–2 და მე–3 ხარისხის ქიმიური დამწვრობები აღენიშნებათ, რომელიც რუჯის მისაღებად ლეღვის ნახარშის გამოყენებით მიიღეს. წელს სულ ლეღვის ნახარშის გამოყენების სამი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი შემთხვევა რუჯის მიღების მიზნით, ხოლო „სამკურნალო თვალსაზრისით“ – ერთი. ერთ–ერთ ქალბატონს მოატყუეს, სახსრები აწუხებდა და ლეღვის ნახარშის საფენების გაკეთება ურჩიეს“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

კორონავირუსი "ენგურჰესის" კიდევ 24 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბათუმში "ხოზრევანიძის კლინიკამ" მუშაობა შეწყვიტა - "ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ 19"

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა