ბოლო ინფორმაცია სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებაზე - გიორგი მღებრიშვილის კომენტარი

ბოლო ინფორმაცია სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებაზე - გიორგი მღებრიშვილის კომენტარი

სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე ხეობაში, სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ სტიქიის ზონაში ჩასულმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სტიქიის ზონაში ჩასულმა გიორგი მღებრიშვილმა პირადად დაათვალიერა ყველა სარისკო მონაკვეთი. ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე დროში ლიკვიდაციისათვის ადგილზე სამაშველო ჯგუფების დამატებითი ჯგუფების მობილიზებას თბილისიდან, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ახორციელებს.აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი