სასაზღვრო პოლიციის რადიოოპერატორი - მდინარე ნენსკრა ისევ ადიდებულია, არის საშიშროება, რომ მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიტბოროს

სასაზღვრო პოლიციის რადიოოპერატორი - მდინარე ნენსკრა ისევ ადიდებულია, არის საშიშროება, რომ მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიტბოროს

სასაზღვრო პოლიციის რადიოოპერატორის ინფორმაციით, მდინარე ნენსკრა ისევ ადიდებულია და არის საშიშროება, რომ მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიტბოროს სოფელ ჭუბერში რამდენიმე წუთის წინ წვიმა წამოვიდა. სასაზღვრო პოლიციის რადიოოპერატორის ინეზა ჩხეტიანის ინფორმაციით, მდინარე კვლავ ადიდებულია.

"დაახლოებით 30 წუთის წინ, იმ ადგილას, საიდანაც ადიდებული მდინარე წამოვიდა, ხმაური იყო. როცა გავედით კონტროლზე, მიმდებარე ტერიტორიაზე შევნიშნეთ, რომ მდინარე შედარებით ადიდებულია. რა თქმა უნდა საშიშროება არის იმის, რომ მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიტბოროს და არც ისაა გამორიცხული, მიმართულება შეიცვალოს. მოსახლეობაც მაქსიმალურად გავაფრთხილეთ. მდინარის მეორე მხარეს ჩვენი თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებმაც გადმოსვლა ვერ მოახერხეს. კომუნიკაცია გვქონდა, უსაფრთხოდ არიან", - აღნიშნა ჩხეტიანმა.

ადგილზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ათობით მძიმე ტექნიკა მუშაობს, რათა მდინარე ნენსკრა ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.

უხვი ნალექის შედეგად ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები. მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი