ქალმა, შვილმა და რძალმა რუსთავში ნარკოტიკით ინტოქსიკაცია მიიღეს

ქალმა, შვილმა და რძალმა რუსთავში ნარკოტიკით ინტოქსიკაცია მიიღეს

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებული საშუალებით ინტოქსიკაცია მიიღო, ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

ნახეთ ვიდეო : "მოწეული გვქონდა და გული წაგვივიდა, მოვიდნენ და მოვიდნენ პატრულები"

პორტალის ცნობით, ნარკოტიკული საშუალება დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. ფაქტი "ინფო რუსთავს" თავად ქალმა დაუდასტურა, რომელმაც შვილთან და რძალთან ერთად ნარკოტიკები მიიღო.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მარიხუანასთან ერთად სხვა ნარკოტიკული საშუალებაც გასინჯეს, რის გამოც გონება დაკარგეს და ცუდად გახდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა მოასწრო და 112-ში დარეკა, სადაც განაცხადა რომ CO-თი მოიწამლნენ. შემთხვევის დროს ბინაში 2 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. მისამართზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც, ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს დახმარება. დაშავებულებმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო