"მასშტაბური სალიკვიდაციო სამუშაოები არ დაწყებულა, ველოდებით წყლის დონის დაკლებას" - გიორგი მღებრიშვილი

"მასშტაბური სალიკვიდაციო სამუშაოები არ დაწყებულა, ველოდებით წყლის დონის დაკლებას" - გიორგი მღებრიშვილი

ჩვენ მზად ვართ სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი სალიკვიდაციო სამუშაოები არ დაწყებულა, ვინაიდან კვლავ დიდია მდინარის წყლის დონე.

„მობილიზებულები ვართ როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახური, ასევე შს სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება და ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რა რაოდენობის ნალექიც არ უნდა მოვიდეს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. ჩვენ მზად ვართ სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის. ფართომასშტაბიანი სალიკვიდაციო სამუშაოები არ არის დაწყებული, რადგან ველოდებით წყლის დონის დაკლებას. ამავდროულად, ინფრასტრუქტურა მოშლილია“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი