როგორ გამოიყურება დატბორილი ჭუბერი - დრონის კადრები

როგორ გამოიყურება დატბორილი ჭუბერი - დრონის კადრები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჭუბერში, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. კადრები დრონით არის გადაღებული და მდინარე ნენსკრას კალაპოტის გასწვრივ არსებულ სიტუაციას ასახავს.

ამასთან, ვიდეოში ჩანს, რომ სოფლებში სამაშველო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ჭუბერში მოწყობილია საგანგებო შტაბი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

როგორც ცნობილია, სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვერტმფრენით მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მუდმივი მზადყოფნაა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია