გარემოს ეროვნული სააგენტო მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე მოსალოდნელ ამინდზე ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე მოსალოდნელ ამინდზე ინფორმაციას ავრცელებს

მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო 8 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან ცნობეს.

"დღეს, უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების ქარი 9-14 მ/წმ; ჰაერის ტემპერატურა: +17, +22° იქნება.

7 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა კი ღამით +11, +13°, დღისით +22, +24° იქნება.

8 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით კი ძირითადად უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით +10, +12°, დღისით +28, +30° იქნება", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი