ჭუბერში ჩხეტიანების ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ჭუბერში ჩხეტიანების ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ჩხეტიანების ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის წევრებმა განუცხადეს, სახლის დანგრევის საშიშროებაა, რაც მდინარის კალაპოტის შეცვლამ განაპირობა. ჩხეტიანები შესაბამის ორგანოებს მძიმე ტექნიკით სამუშაოების ჩატარებას თხოვენ, რათა მდინარის კალაპოტის შეცვლა მოხდეს.

მომხდარი სტიქიის შედეგად ოჯახს ზარალი მიადგა, წყალმა წაიღო მათი საოჯახო სასტუმრო, გაანადგურა პირუტყვი და ფრინველი, ასევე დატბორილია მათი სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი. 4 არასრულწლოვანი კი უსაფრთხოების გამო ნათესავებთან არის გადაყვანილი.

მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ჩხეტიანების ოჯახს ყველანაირი დახმარება გაეწევა, რათა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ან არ დარჩნენ უბინაოდ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი