ფონდ "იავნანას" ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის ავსტრიელი ადვოკატი მომღერლის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვს

ფონდ "იავნანას" ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის ავსტრიელი ადვოკატი მომღერლის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვს

ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონით გათვალიწინებული ყველა საშუალება.

„ავსტრიაში გრძელდება ლეგენდარული ქართველი მომღერლის პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ საქართველოში უკანასკნელ წლებში განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანიის შესწავლა.

პაატა ბურჭულაძე 1989 წლიდან საქართველოსთან ერთად ავსტრიის მოქალაქეა, ქალაქ ვენის მერიამ აღიარებული ქართველი არტისტის თაყვანისმცემელთა საზოგადოება ოფიციალურად 1986 წელს დაარეგისტრირდა. 2014 წელს მას ავსტრიის პრეზიდენტის ჰანს ფიშერის მიერ ავსტრიის სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა - I ხარისხის ჯვარი მეცნიერებასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის. პაატა ბურჭულაძის, როგორც ავსტრიის მოქალაქის უფლებებს, ავსტრიის საადვოკატო ბიურო იცავს. ადვოკატ ბარბარა გლიოკნერ-ვოლციკის წერილში, რომელიც ცილისმწამებლურ კამპანიაში აქტიურად მონაწილე ქართულ მედია უწყებებს ეგზავნებათ ნათქვამია, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დარღვეულია ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლი - ცისლისწამება, სისხლის სამართლის კოდექსის 152 მუხლი - საქმიანი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება. აგრეთვე, ავსტრიის სამოქალაქო კოდექსის 1330 მუხლი - ღირსების შელახვა. დარღვეულია მასმედიის შესახებ კანონის მე-6 და მე-7ბ პუნქტები - პიროვნების უფლებების დაცვა და უდანაშაულობის პრეზუმცია. დარღვეულია საავტორო უფლებათა შესახებ კანონის 78-ე პუნქტი - გამოსახულების დაცვა. ავსტრიელი ადვოკატები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ ინტერნეტ ტელევიზია Postv-ის მიერ პაატა ბურჭულაძის და ფონდ „ივნანას“ აშკარა და შეუფარავი დისკრედიტაციის მიზნით გადაღებული 10-ზე მეტი ფილმიდან სწორედ იმ მათგანზე, სადაც ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო გალა-კონცერტი შედარებულია ადოლფ ჰიტლერის საიუბილეო კონცერტთან. ამავე ფილმში ავტორები მაყურებელს მოუწოდებენ, რომ არ მივიდნენ საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრებად. ადვოკატი ბარბარა გლიოკნერ-ვოლციკი ადრესატი მედია-უწყებებისაგან მოითხოვს, რომ აღიარონ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების ფაქტები, შეწყვიტონ მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ყოველივე ეს დაადასტურონ წერილობითი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონმდებლობით გათვალიწინებული ყველა საშუალება, ცილისწამიბის გამავრცელებელი პირებისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად“, - ნათქვამია ფონდ „იავნანას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი