ბოლო ცნობები ჭუბერიდან - დაწეულია მდინარის წყლის დონეც, თუმცა დინება მაინც ჩქარია

ბოლო ცნობები ჭუბერიდან - დაწეულია მდინარის წყლის დონეც, თუმცა დინება მაინც ჩქარია

ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი ტექნიკა მდინარე ნენსკრას კალაპოტის შეცვლის მიზნით მუშაობდა, რათა ნესკრა ჩვეულ კალაპოტს დაბრუნებოდა. სამუშაოები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე რამდენიმე ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, დაწეულია მდინარის წყლის დონეც, თუმცა დინება მაინც ჩქარია.

გუშინ ჩატარებული სამუშაოების შედეგად საფრთხე ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის დანგრევის მოიხსნა. მას საფთხეს მდინარე უქმნიდა.

ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მაშველები მობიზლებულები არიან იმერეთიდან, სამეგრელოდან და სვანეთიდან. მდინარეზე ჩატარებული სამუშაოების გარდა აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ხეობაში მოსახლეობის ნაწილს გუშინ ღამით ელექტროენერიგიის მიწოდებაც აღუდგა. აღდგენილია ჭუბერის შემოვლითი გზაც, რომელიც წყალმა გუშინ დააზიანა.

სავარაუდოდ, სტიქისის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას პროდუქტებს დღესაც დაურიგებენ. ადგილზე შექმნილი საგანგებო სიტუაციების შტაბი მუშაობას განაგრძობს. იქ იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის, შს სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ და „ნენსკრაჰესის“ წარმომადგენლები. ასევე ადგილობრივი თვითმართველობის წევრები და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი