"თავდაცვის სამინისტროს 18 ერთეული ტექნიკა ჭუბერისკენ მიემართება" - ნესკრას წყლის დონე ივლისისთვის ჩვეულ ნიშნულს მიუახლოვდა

"თავდაცვის სამინისტროს 18 ერთეული ტექნიკა ჭუბერისკენ მიემართება" - ნესკრას წყლის დონე ივლისისთვის ჩვეულ ნიშნულს მიუახლოვდა

თავდაცვის სამინისტროს 18 ერთეული ტექნიკა ჭუბერისკენ მიემართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოზარ სუბარმა განუცხადა. მისი თქმით, უკვე შესაძლებელია დროებითი ხიდის გაკეთება, რის შემდეგაც შესაბამისი ტექნიკის გადაყვანა მდინარე ნენსკრას მეორე ნაპირზე იქნება შესაძლებელი.

საუბარის ინფორმაციითვე, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ყველაზე პრობლემური სამი სახლიდან ორზე საფრთხე მოხსნილია, ხოლო ერთში სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

„გზის ის მონაკვეთები, რომელიც ყველაზე მეტად პრობლემური იყო, გადავარჩინეთ. თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა უკვე გზაშია. ეს არის 18 ერთეული ტექნიკა და დროებითი ხიდი გაიდება. დაახლოებით სამი დღე დასჭირდება ამ ყველაფერს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ტექნიკის გაღმა მხარეს გადაყვანა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მდინარე ნესკრას წყლის დონე ივლისისთვის ჩვეულ ნიშნულს მიუახლოვდა. ამ ეტაპზე შეინიშნება მდინარე სწრაფი დინება, თუმცა ეს პრობლემებს არ წარმოქმნის. აქტიურად მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები. მობილიზებულია 30-მდე ერთეული ტექნიკა. ასევე, მიმდინარეობს ხაიში–ჭუბერის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი და მორეცხვითი სამუშაოები.

ხეობაში დღის განმავლობაში ნალექი მოსალოდნელი არ არის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი