დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ავრცელებს. სეხნიაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილების მცირეწლოვანი შვილის სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

„ამერიკულ ოჯახს, რომელიც ხადას ხეობაში დასათვალიერებლად იყო წამოსული, სოფელ წკერეში გაშლილი ჰქონდათ კარავი. შემდეგ, როდესაც ოჯახის ახლობელსა და ამ ოჯახს შორის სატელეფონიო კავშირი შეწყდა, 112-ში განახორციელეს ზარი და დაიწყო სამძებრო სამუშაოები. როგორც მაქვს ინფორმაცია, 6 ივლისს იპოვეს ქალის ცხედარი, 7 ივლისს მამაკაცის - ცხედარი. ახლა აქტიურად მიმდინარეობს მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო სამუშაოები“, - განაცხადა სეხნიაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

„პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ“, - აცხადებენ შსს-ში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი