დღე მეხუთე - ჭუბერის ხეობაში დილიდან დროებითი ხიდის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს

დღე მეხუთე - ჭუბერის ხეობაში დილიდან დროებითი ხიდის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს

ჭუბერის ხეობაში, დროებითი ხიდის დამონტაჟების სამუშაოები დღეს დილიდან მიმდინარეობს. ხიდი ჭუბერის ცენტრში მონტაჟდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა, დროებითი ხიდის სამშენებლო სამუშაოები 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას ძველ კალაპოტში დაბრუნება. საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტექნიკა მუშაობს და გზის გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზეც.

გუშინ, საღამოს საათებში შესაძლებელი გახდა ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. მდინარის დონე ივლისის თვისთვის დამახასიათებელ ნიშნულს მიუახლოვდა, შესაბამისი სამსახურები წყლის დონის მომატებას არ პროგნოზირებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი