წელს მართვის მოწმობის აღება 108 834 ადამიანს სურდა - რამდენი ჩაიჭრა და რამდენმა ჩააბარა გამოცდა?

წელს მართვის მოწმობის აღება 108 834 ადამიანს სურდა - რამდენი ჩაიჭრა და რამდენმა ჩააბარა გამოცდა?

მიმდინარე წელს, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის 108 834 შემთხვევიდან 71% ჩაჭრით დასრულდა. Allnews.ge საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე წერს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მასშტაბით მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 57 378 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 31 316-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, 26 062-მა პირმა კი ვერ ჩააბარა. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, 2018 წლის პირველ ნახევარში 108 834 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც წარმატებით 31 894 ჩაბარება დაფიქსირდა, ხოლო წარუმატებელი - 76 940.

გასულ წელს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე სულ 143 854 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 80 659 შემთხვევაში გამოცდის წარმატებით გადალახვა დაფიქსირდა, ხოლო 63 195 შემთხვევაში - წარუმატებელი. გამოცდის პრაქტიკული ნაწილზე კი 345 053 გასვლა დაფიქსირდა, მათგან წარმატებული 74 877 აღმოჩნდა, წარუმატებელი - 170 176. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი