არქიმანდრიტი იოანეს ინფორმაციით, სამების ტაძარში დედამ ჩვილი გოგონა მიატოვა

არქიმანდრიტი იოანეს ინფორმაციით, სამების ტაძარში დედამ ჩვილი გოგონა მიატოვა

სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, "ფეისბუქის" გვერდზე წერს რომ ტაძარში ქალმა ჩვილი გოგონა დატოვა და წავიდა.

აღნიშნულის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

"დაახლოებით ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა. მესანთლემ იპოვა მტირალი, 112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია დადგინდება რა მოხდა" - წერს არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.

როგორც სამების ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჩვილი იაშვილის კლინიკაში საჭირო გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს.

"სამების ტაძარში დატოვებული ერთი თვის ჩვილი იაშვილის კლინიკაში, გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია და გამომძიებელი იმყოფება. ბავშვი დაახლოებით ერთი საათის წინ მესანთლემ იპოვა. ჩვილი 5 წუთის დატოვებული იყო", - განაცხადა მამა იოანემ.

განახლება: მოგვიანებით, არქიმანდრიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩვილის მშობელს ფსიქიური პრობლემა აქვს და ნათესავები მიხედავენ ბავშვს.

"ჰაერის გამოცვლა" ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის საფუძველი არ უნდა გახდეს" - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, პატარები სოფელში წაიყვანონ

"შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა" - ოჯახი ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს

"გამოცდის ჩატარება ნიღბებში არაჰუმანური გადაწყვეტილებაა... შესაძლოა ამან გამოწვიოს გონების დაკარგვის შემთხვევები" - ზურაბ გურული