ავტორი:

უგზო-უკვლოდ დაკარგული 10 ჯარისკაცის გვარები და ფოტოები, რომელთაც მათი შთამომავლები პირველად ნახავენ

უგზო-უკვლოდ დაკარგული 10 ჯარისკაცის გვარები და ფოტოები, რომელთაც მათი შთამომავლები პირველად ნახავენ

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მეგი სტემპენი განაგრძობს AMBEBI.GE-სთვის ახალი ინფორმაციის მოწოდებას, სადაც უცხოეთში გაფანტული ქართველი მეომრების საფლავების შესახებ ძალზე მნიშვნელოვანი მონაცემებია შენახული... გაითვალისწინეთ რომ, შესაძლოა, გვარ-სახელებსა და მათი წარმოშობის ადგილის დასახელებებში მცირედი ცდომილება იყოს.

სერაპიონ ეგნატეს ძე ხუფენია - დაბადებული 1907 წელს, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში. მეუღლე - ხუფენია ნინა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 9 ივნისს, ხარკოვში, ბანაკი: შტალაგი, 4 ბ; გარდაიცვალა 1943 12 იანვარს.

გრიგორ სოლომონის ძე ხაბუნია, (ან გაბუნია) - დაბადებული 1922 წელს, მარტვილის რაიონში, ტყვედ ჩავარდა 1942 წელს, ბანაკი - შტალაგი 4 ბ; გარდაიცვალა 1943 5 მაისს.

აკაკი სემენის ძე ვაშაკიძე - დაბადებული 1909 წელს, ხონის (მაშინდელი წულუკიძის) რაიონი, სოფელი გუბი, დედის გვარი ლუმინიძე, მეუღლე მინადორა ვაშაკიძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 5 მაისს ქერჩში. ბანაკი - შტალაგი 4 ბ; გარდაიცვალა 1942 წლის 19 დეკემბერს.

არსენ ქრისტოს ძე ოქრუაშვილი - დაბადებული 1905 წელს კოჯორში, მეუღლე ნინა ოქრუაშვილი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 15 მაისს, ბანაკი, შტალაგი 4 ბ, გარდაიცვალა 1944 წლის 22 აპრილს.

მიხეილ მარვაშვილი - დაბადებული 1918 წელს, ზესტაფონში, დედა - მარვაშვილი თამარა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 30 ივნისს. ბანაკი – შტალაგი 4 ბ; გარდაიცვალა 1942 წლის 2 სექტემბერს.

ვლადიმირ სონას ძე ნოზაძე - დაბადებული 1909 წლის 25 იანვარს, პატარაგორში. დედა მერი ნოზაძე, ქალიშვილობის გვარი - ცისკარიშვილი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 13 ივლისს, ბანაკი – შტალაგი 4 ბ; გარდაიცვალა 1943 წლის 12 აპრილს.

ვარლამ ივასაკეს (ან ისაკის, შესაძლოა, - ივანეს) ძე ხურციძე - დაბადებული 1906 წელს, (საცხოვრებელი ადგილი, სავარაუდოდ, წულუკიძე, ახლანდელი ხონის რაიონი) მეუღლე ხურციძე თამარა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 15 ივლისს, ბანაკი – შტალაგი 4 ბ; გარდაიცვალა 1943 წლის 27 თებერვალს.

ფილიმონ გიორგის ძე ვერულაშვილი - დაბადებული 1900 წელს, სამტრედიის რაიონი, სოფელი მელაური. მეუღლე – ალექსანდრა ვერულაშვილი, ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 25 მაისს, ხარკოვში. ბანაკი - შტალაგი 4 ბ; გარდაიცვალა 1943 წლის 27 ივლისს.

ალექსანდრე სემენის ძე ვასაძე - დაბადებული 1902 წლის მაისში, ქალაქ ბათუმში, შაუმიანის ქ, # 62. მეუღლე ვასაძე ნორა, პროფესია – აგრონომი. ტყვედ ჩავარდა 1943 წლის 17 აგვისტოს, ბანაკი – შტალაგი 2 ბ; გარდაიცვალა 1944 წელს.

კარგო ბართლომეს ძე მაისურაძე - დაბადებული1916 წელს, ვანის რაიონი (ასევე წერია ქუთაისის ოლქი) სოფელი მუქედი, მეუღლე ლუდა მაისურაძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 6 მარტს ხარკოვში, ბანაკი შტალაგი 4 ბ; გარდაიცვალა 1943 წლის 27 ივლისს.

25%-იანი Cashback აქცია Mobil-ის ძრავის ზეთებზე „თეგეტა მოტორსისგან“

"სიმპტომები არ აქვს, თუმცა ტესტმა 14 დღის შემდეგაც დადებითი პასუხი აჩვენა" - როგორაა მამაკაცი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა

სემეკში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად ტარდება