ემოციური ფოტო-ისტორია: მოხუცი ქვრივი გარდაცვლილი ცოლის ფოტოსთან ერთად, ყოველ დილით ზღვის ნაპირას ჯდება...

ემოციური ფოტო-ისტორია: მოხუცი ქვრივი გარდაცვლილი ცოლის ფოტოსთან ერთად, ყოველ დილით ზღვის ნაპირას ჯდება...

ასაკოვანი მამაკაცი ყოველ დილას მიდის ზღვის ნაპირას და თან მიაქვს გარდაცვლილი მეუღლის ჩარჩოში ჩასმული ფოტო. იტალიელი მამაკაცის ფოტო „ფეისბუქზე“ გავრცელდა და როგორც „ევრონიუსი“ წერს, ამბავმა იტალიის შს მინისტრზე, მატეო სალვინიზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სალვინიმ სურათი „ტვიტერზე“ გააზიარა.

ფოტო, რომელიც ქალაქ გაეტაშია გადაღებული, „ფეისბუქზე“ ჯორჯიო მოფამ 1-ელ ივლისს განათავსა. მას შემდეგ ემოციური სურათი 4 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა.

ფეისბუქმომხმარებელი ჯორჯიო მოფა ამბობს, რომ ფოტოზე 70 წლის ჯუზეპე ჯორდანო ჩანს. მისი ცოლი, იდა 7 წლის წინ გარდაიცვალა.

„სურათი გაეტაში ჩემი რესტორნის წინ არის გადაღებული. ამ ჟესტში, რომელიც სიყვარულითა და სევდით არის სავსე, უამრავი ადამიანის ცხოვრებასაც ვხედავ, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ჩემთვის ნაცნობია ეს ტკივილი - 5 თვის შვილი და ორი უმცროსი ძმა მყავს გარდაცვლილი“ - აღნიშნავს მოფა „ევრონიუსთან“.

გამოცემა Vanity Fair Italia წერს, რომ ჯორდანო 16 წლის იყო, იდა კი 17-ის, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. გოგონა მალე დაორსულდა და წყვილმა მშობლების ნების წინააღმდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. 2011 წლამდე, იდას გარდაცვალებამდე ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ ერთად.

„ცოლის გარეშე ყოფნა ჯორდანოს არ შეუძლია და ცოლის ჩარჩოში ჩასმული სურათი მუდმივად თან დააქვს, როგორც ყველაზე ძვირფასი ნივთი...“ - წერს ჟურნალი.

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა

"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"