ვინ არის ბარბარიკას როლის შემსრულებელი და როგორია მისი რეალური ცხოვრება - "ჩემი ყოველდღიური ჩაცმულობა დახეული ჯინსებია"

ვინ არის ბარბარიკას როლის შემსრულებელი და როგორია მისი რეალური ცხოვრება - "ჩემი ყოველდღიური ჩაცმულობა დახეული ჯინსებია"

"... ჩემს გმირზე ვიტყოდი, რომ ბარბარიკა არ არის გასაკიცხი. რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოს მაქსიმე, იგი მისთვის პირველი სიყვარული იყო! ენდის ბაბუის სიყვარულით გაყვა, მას რომ არ ენერვიულა... ენდისთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, თუნდაც სქესობრივი. მხოლოდ ერთ ოთახში არიან..." – ამბობს მსახიობი თაკო კორინთელი, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი ბარბარიკას როლს განასახიერებს და მისი გმირის საქციელს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება ხოლმე...

- ჩემსა და ჩემს გმირს შორის დიდი მსგავსება არ არის, თუმცა ძალიან მომწონს. ბარბარიკას სახელით ვერ ვისაუბრებ, რადგან იგი თავის სათქმელს სერიალში იტყვის!

- განსაკუთრებით რა გხიბლავთ ამ გმირის?

- თუნდაც გარეგნობა, როგორც არის აღწერილი, ბარბარიკა როგორიც უნდა იყოს. მომწონს მისი თავდაჭერილობა. ძალიან განათლებულია, საფრანგეთში აქვს განათლება მიღებული და კარგად საუბრობს ფრანგულად. მე ფრანგულად ვერ ვსაუბრობ და ძალიან მინდა, რომ ვიცოდე... ბარბარიკა ნამდვილად არისტოკრატი გოგოა!

- რა საერთო იპოვეთ თქვენს გმირთან?

- ასე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ხომ არის რაღაც, შინაგანად რომ გრძნობ, უხილავი ძაფი რომ არის გაბმული შენსა და შენს გმირს შორის. კონკრეტულად რომ ავიღო, ამაში ვგავარ-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემიანია...განაგრძეთ კითხვა

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის" - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართავს

ჩცდ-ს "ბარბარიკას" ახალი რჩეული ცნობილი ექიმია - რომელი ცნობილი მსახიობია მათი მეჯვარე და რა ფოტოებს ავრცელებენ ხელის მოწერის ცერემონიიდან?

8 წლის ელენე სუბელიანს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება