ავტორი:

რას წერს რუსული მედია ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის მოლოდინთან დაკავშირებით

რას წერს რუსული მედია ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის მოლოდინთან დაკავშირებით

რამდენიმე დღის წინ "რია ნოვოსტიმ" მოამზადა სტატია, სადაც ნატოში საქართველოს გამარტივებული წესით გაწევრიანების ვარაუდებზე წერდა. ამის საპასუხოდ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს სამიტი 11-12 ივლისს ბრიუსელში დაადასტურებს უცვლელ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და განაცხადებს, რომ ვერცერთი მესამე ქვეყანა ალიანსის გაფართოების პროცესში ვერ ჩაერევა.

ბრიუსელიდან რუსული ინტერნეტგამოცემის ინკოგნიტო წყაროს ცნობით, "არ არის გამორიცხული გამოცხადდეს, რომ საქართველო ნატოს წევრი შესაძლებელია MAP-ის მინიჭების გარეშე გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დისკუსია მიმდინარეობს. გაწევრიანების პირველად ინსტრუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი".

Взгляд.ru-ს ცნობით, შესაძლოა ნატოს ამ სამიტზე საქართველო უკრაინის გამო დაზარალდეს.

"შესაძლოა, საქართველო ამ სიტუაციაში უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი საკითხი უკრაინასთან ერთად განიხილება. არადა, საქართველო ამ სამიტისგან ბევრად მეტს ელის, ვიდრე უკრაინა, რადგან ის ცდილობს რეფორმები ნატოს სტანდარტებით გაატაროს, რისთვისაც უკრაინას ჯერჯერობით არ სცხელა" – წერს გამოცემა.

"რას უნდა ელოდნენ კიევი და თბილისი ნატოს სამიტისგან?" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას gazeta.ru. გამოცემის ცნობით, წლებია ორი ქვეყანა ალიანსთან ოდნავ დაახლოების მოლოდინშია, რის გამოც მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავებას არ მორიდებიან. შედეგად ორივე მათგანი მუდმივ დაპირებებს იღებს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მაინც დიდი მოთმინებით ელის ახალ ნაბიჯებს, რომელიც მათი ვარაუდით, მათ ქვეყანაზე აისახება" – წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, უკრაინა ამ შემთხვევაში გაცილებით უკან არის, თუმცა მისი მოკავშირე ამერიკა ამ მხრივაც აქტიურობს და "რუსეთის აგრესიისგან მის დაცვას ამ გზით ცდილობს".

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში აცხადებს, რომ თუკი ნატოს ლიდერებსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიდგომებს გავითვალისწინებთ, საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ქვეყნის სამომავლო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

ეს იქნება ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის (Enhanced Opportunities Partner) როლი, ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობის ინიციატივა (Defence Capacity Building Initiative) და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, მაგრამ მუდმივად აღინიშნება ისიც, რომ გაწევრიანებამდე აუცილებელია გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც (MAP).

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე