სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ პირს თელავის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ პირს თელავის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება

კახეთში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებული ორი პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე შეიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაშავებულთაგან ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული მეორე პირიც.

როგორც სააგენტოს რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მისივე თქმით, კლინიკაში შემთხვევის დროს დაშავებულ კიდევ სამ პაციენტს ელოდებიან. შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 პოლიციის თანამშრომელი დაშავდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი