საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

,,სიკვდილი ნილოსზე“ - აგათა კრისტის კიდევ ერთი რომანი ქართულ ენაზე გამოიცა

14:17 / 12-07-2018

„რო­გო­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ კაცი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო გა­მო­ე­გო­ნე­ბი­ნა საქ­მე, რათა თავი ფიქ­რის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან და­ეხ­სნა“ - ეს ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მია აგა­თა კრის­ტის დე­ტექ­ტი­ვი­დან "სიკ­ვდი­ლი ნი­ლოს­ზე“. თუმ­ცა რო­მა­ნის და­ძა­ბუ­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე ის­ტო­რია ნამ­დვი­ლად ბევ­რს და ღრმად ჩა­გა­ფიქ­რებთ. სიყ­ვა­რუ­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი­თა და ეჭ­ვი­ა­ნო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი რო­მა­ნის და­წე­რის იდეა ავ­ტორს ეგ­ვიპ­ტე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს მო­უ­ვი­და. უცხო ქვე­ყა­ნა­სა და კულ­ტუ­რა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გახ­და აგა­თა კრი­ტის ინ­სპი­რა­ცია.

მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბის მემ­კვიდ­რე ლი­ტენ რე­ჯუ­ეი ცო­ლად მიჰ­ყვე­ბა თა­ვი­სი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის ჟაკ­ლი­ნის საქმროს. ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად თბო­მა­ვალ „კარ­ნა­კით“ ნი­ლოს­ზე, ეგ­ვიპ­ტე­ში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან. ჟაკ­ლი­ნი გა­და­წყვეტს, ჩა­აშ­ხა­მოს მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­ღა­ლა­ტე საქმრო­სა და მე­გო­ბარს. ბორტზე სხვა მტრე­ბიც არი­ან. სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მე­ძე­ბა­რი პუ­ა­რო ლი­ნეტს ერთ დღეს კა­ი­უ­ტა­ში მოკ­ლულს იპო­ვის. ხან­გრძლი­ვი ძი­ე­ბის შემ­დეგ პუ­ა­რო მი­აგ­ნებს და­ნა­შა­უ­ლის ია­რაღს და მი­ზეზ­საც, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს ახალ-ახა­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა...

სწო­რედ ასე­თია რო­მა­ნის და­ძა­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი.

რო­მა­ნი პირ­ვე­ლად 1937 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­ი­ცა. დე­ტექ­ტი­ვი სწრა­ფად გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და მე­ო­რე წელსვე გა­მო­ი­ცა აშშ-ში. მას შემ­დეგ „სიკ­ვდი­ლი ნი­ლოს­ზე“ არა­ერთ ენა­ზე ითარ­გმნა და მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც მოხ­და.

წიგ­ნის მი­ხედ­ვით პირ­ვე­ლი ფილ­მი 1978 წელს გა­და­ი­ღეს, სა­დაც მთა­ვარ რო­ლებს ბეტ დე­ვი­სი, მეგი სმი­ტი, მია ფე­როუ, ან­ჯე­ლა ლენსბე­რი და სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2004 წელს კი დე­ტექ­ტი­ვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვერ­სი­აც გა­და­ი­ღეს, სა­დაც ემი­ლი ბლან­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

გა­სულ წელს მსოფ­ლიო ეკ­რა­ნებ­ზე აგა­თა კრის­ტის რო­მა­ნის „მკვლე­ლო­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის ექ­სპრეს­ში“ ახა­ლი ვერ­სია გა­მოჩ­ნდა. ფილ­მის რე­ჟი­რო­სი კე­ნეტ ბრა­ნაა. ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ქი­რა­ვე­ბა­ში 149 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი და­აგ­რო­ვა. სწო­რედ ამი­ტომ, 20th Century Fox-მა გა­და­წყვი­ტა, რომ კე­ნეტ ბრა­ნა კი­დევ ერთხელ და­აბ­რუ­ნოს აგა­თა კრის­ტის სამ­ყა­რო­ში და ამ­ჯე­რად ერ­კი­ულ პუ­ა­როს როლი კი­დევ ერთ ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­ას­რუ­ლე­ბო­ნოს. სწო­რედ ასე 2017 წელს და­ი­წყო დე­ტექ­ტი­ვის „სიკ­ვდი­ლი ნი­ლოს­ზე“ გა­და­ღე­ბა. მისი მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა კი 2019 წელს არის და­გეგ­მი­ლი.

წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზეც არის ნა­თარ­გმნი და გა­მო­ცე­მუ­ლი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ კი ის ხე­ლახ­ლა სე­რი­ის „ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს“ ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა. "სიკ­ვდი­ლი ნი­ლოს­ზე“ 12 ივ­ლი­სი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 5,5 ლა­რია. ჟურ­ნალ­თან ერ­თად კი წიგ­ნის შე­ძე­ნას 7 ლა­რად შეძ­ლებთ. სე­რი­ის შემ­დე­გი ტომი, ასე­ვე, აგა­თა კრის­ტის „ერ­კი­ულ პუ­ა­როს ქრის­ტე­შო­ბაა", რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი 19 ივ­ლი­სი­დან იქ­ნე­ბა.

გაზიარება
ტეგები:
#აგატა კრისტი
მკითხველის კომენტარები /0/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
11:58 / 15-02-2019
უფასო ღვინო, ჩაი, ყველისა და ძეხვის ასორტთან ერთად - "ბიბლუსი" ახალი მაღაზიის გახსნაზე ყველას ეპატიჟება
16:50 / 13-02-2019
თაობა, რომელიც არ დუმს _ ფსიქოლოგიური საღამო თინეიჯერებისათვის
14:36 / 13-02-2019
„ბიბლუსის“ პირველ ტურისტულ მაღაზია „ჯორჯიანში“ გამოფენა გაყიდვა გაიმართება
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია