ისტორიული ვიზიტი - ტრამპები დედოფალს სტუმრობენ

ისტორიული ვიზიტი - ტრამპები დედოფალს სტუმრობენ

დედოფალი ელისაბედი ამერიკის პრეზიდენტსა და პირველ ლედის უინძორის სასახლეში მასპინძლობს. 92 წლის მონარქი ტრამპებს სასახლის ეზოში შეეგება, ამ წუთებში კი მათ ჩაით უმასპინძლდება.

ელისაბედი ლურჯ სამოსსა და შლაპაში ელეგანტურად გამოიყურებოდა, მელანიას კი თეთრი ფერის კოსტიუმი ეცვა. შეხვედრისას ტრამპებმა დედოფალს ხელი ჩამოართვეს, მონარქი კი მათ თბილად უღიმოდა.

სასახლეში გადაღებულ ფოტოზე კი ჩანს, რომ დონალდ ტრამპი დედოფალთან ვიზიტით კმაყოფილია.

BBC წერს, რომ 66 წლიანი მმართველობის განმავლობაში დედოფალი აშშ-ს ყველა პრეზიდენტს შეხვდა, გარდა ლინდონ ჯონსონისა.

გროვდება ჯარი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის მოსამზადებლად - რას გეგმა აქვთ ისრაელის თავდაცვის ძალებში?

"დაბომბილია "ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი დაბომბა, სადაც ათობით საიდუმლო აგენტი იმყოფებოდა" - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდო