გაიცანით 17 წლის გოგონა, რომელსაც მარსზე გასაფრენად ამზადებენ

გაიცანით 17 წლის გოგონა, რომელსაც მარსზე გასაფრენად ამზადებენ

თინეიჯერი გოგონა ალისა კარსონი, რომელიც ოცნებობს კოსმოსში მოგზაურობაზე, ერთ-ერთი იქნება იმ ჯგუფს შორის, რომელიც "ნასას" მისიის ფარგლებში 2033 წელს მარსზე გაფრინდება. როგორც The Sun-ი წერს, ალისა პირველი ადამიანი იქნება, რომელიც წითელ პლანეტაზე ფეხს დადგამს. 17 წლის გოგონა "ნასასთან" ერთად აქტიურად მუშაობს და ემზადება ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებისთვის.

ალისა ლუიზიანაში ცხოვრობს და იგი ბავშვობიდან კოსმოსში გაფრენის სურვილითაა შეპყრობილი. მას დედამიწის დატოვების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მულტფილმ The Backyardigans-ს უყურა. მულტფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ცხოველები მოგზაურობენ მარსზე.

"ვიფიქრე ეს წითელი პლანეტა საოცარი იქნება", - აღნიშნა ალისამ Teen Vogue-სთან ინტერვიუში.

"დავიწყე ვიდეოების ყურება თუ როგორ ჯდებოდნენ მარსზე. ჩემს ოთახში მარსის გიგანტური რუკაც მქონდა, რომელსაც ხშირად ვაკვირდებოდი. ყოველთვის ვფიქრობდი რომ ერთ დღეს აუცილებლად გავხდებოდი ასტრონავტი, წავიდოდი მარსზე, შემდეგ დავბრუნდებოდი და ვიქნებოდი მასწავლებელი ან პრეზიდენტი", - ამბობს გოგონა. განაგრძეთ კითხვა

"პერსევერანსის" 100 დღე მარსზე და შთამბეჭდავი ფოტოები "წითელი პლანეტიდან" - რა ინფორმაცია გამოგზავნა მარსმავალმა დედამიწაზე

უჩვეულო სანახაობა სოფელ დერცელში - ადგილობრივებმა ძროხების სილამაზის კონკურსი გამართეს

როგორ ეშვება საჰაერო ბურთი თბილისში, ძლიერი ქარის დროს (ვიდეო)