დღეს ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ - როგორ მოხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

დღეს ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ - როგორ მოხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნას ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით ზუგდიდში ანიშნავენ.

დღესასწაულს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფშე შიო მუჯირიც ესწრება. მეუფემ მრევლს დეღევანდელი დღე მიულოცა და საზეიმო წირვა-ლოცვას შეუერთდა. ღვთისმშობლის კვართი დილის ცხრა საათიდან დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოაბრძანეს. ზუგდიდში მრევლი ქვეყნის სხვადასხვა რაიონიდანაა ჩასული.

მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართთან ერთად რამდენიმე წმინდანის წმიდა ნაწილიც გამოაბრძანეს. სიწმინდეები საღვდელმთავრო წირვისთვის მსვლელობით ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საეპისკოპოსო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მომლოცველებს სიწმინდეებთან მიახლოების შესაძლებლობა ექნებათ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, წლების განმავლობაში ღვთისმშობლის კვართი, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახებოდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს; მეორეს მიხედვით კი - მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.

კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.

ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლთაღვრით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა. შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი