"ასე ვაფიქსირებ ჩემ სამოქალაქო პოზიციას" - გიორგი ზურაბიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს სტადიონიდან წავიყვანს

"ასე ვაფიქსირებ ჩემ სამოქალაქო პოზიციას" - გიორგი ზურაბიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს სტადიონიდან წავიყვანს

"რესპუბლიკელ" დავით ზურაბიშვილის ვაჟი, სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული მიმართულების ხელმძღვანელია, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს სტადიონიდან წაიყვანს. ამის შესახებ ჟურნალისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"შიგ ლუჟნიკებზე

დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სტადიონიდან უნდა წავიყვანო. ამაზე მთელი ბავშობა ვოცნებობდი და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღემებთ თქვენ!

ყველაფერთან ერთად ჩემი საყვარელი გუნდი თამაშობს ფინალში და ოცნება სრულყოფილად რომ ახდეს, იმედია, ფრანგები აწევენ თასს! ერთი ის არის, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანაში იმართება ჩემპიონატი. ფინალიც მოსკოვშია და ეს დიდად სასიამოვნო არ არის, მაგრამ რას ვიზამთ. ანა ბოჭოიძის ძალიან კარგი დიზაინი დავბეჭდე მაისურზე, ჩავიცვი და ასე ვაფიქსირებ ჩემ სამოქალაქო პოზიციას. Live with love and represent the real!".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს