"დამწვრობა ორგვარად შეიძლება განვითარებულიყო, მეთანის დაგროვებით და აალებით, ან არასწორი აფეთქებით" - რა მდგომარეობაში არიან შახტში დაშავებულები

"დამწვრობა ორგვარად შეიძლება განვითარებულიყო, მეთანის დაგროვებით და აალებით, ან არასწორი აფეთქებით" - რა მდგომარეობაში არიან შახტში დაშავებულები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანია დაღუპული, ხოლო 4 - დაშავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დოლაბერიძემ განუცხადა, დაშავებულებს დამწვრობა აღენიშნებათ.

„ავარიის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა დამწვრობა ორი ვარიანტით შეიძლება განვითარებულიყო, მეთანის დაგროვებით და აალებით, ან არასწორი აფეთქებით. ზუსტად არ ვიცით, რამ გამოიწვია“, - განაცხადა დოლაბერიძემ.

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქობულეთში 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს  - "მთავარი"

ხელვაჩაურში 120 მაშველი და მძიმე ტექნიკა 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს უწყვეტ რეჟიმში ეძებს - კადრები სტიქიის ზონიდან

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა - გარდაცვლილი ბოლო 5 პაციენტიდან 2 ბათუმში, 3 კი - ქუთაისში მკურნალობდა