ავარია ქუთაისში - გარდაცვლილია ერთი პოლიციელი, მეორე კი დაშავდა

ავარია ქუთაისში - გარდაცვლილია ერთი პოლიციელი, მეორე კი დაშავდა

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე პოლიციელი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სავარაუდოდ, პოლიციელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ, რა დროსაც მოხდა შეჯახება. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით, საღორიას დასახლებაში მოხდა.

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა

ახალგაზრდა ზესტაფონელი მორაგბე სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა

თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა