"მათ აღენიშნებათ სხეულის 25 და 50%-იანი დამწვრობა, დამწვრობითი შოკი" - გუგა ქაშიბაძე დაშავებული მეშახტეების შესახებ

"მათ აღენიშნებათ სხეულის 25 და 50%-იანი დამწვრობა, დამწვრობითი შოკი" - გუგა ქაშიბაძე დაშავებული მეშახტეების შესახებ

ტყიბულში, მაღაროში დაშავებული 4 ადამიანი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება, აქედან ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ტყიბულიდან რეანიმობილებით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადმოიყვანეს.

„ორი მათგანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ აღენიშნებათ სხეულის 25 და 50%-იანი დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების თერმულ- ინჰალაციური დაზიანება. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი სერიოზული.

ორი პაციენტი კი მოთავსებულია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ახლა მათ უტარდებათ გამოკვლევები. აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ - ინჰალაციური დაზიანება, ფილტვების კონტუზია, დაჟეჟილობა. გამოკვლევების დასრულების შემდეგ გადაწყდება თუ რომელ განყოფილებაში მოთავსდებიან", - განაცხადა ქაშიბაძემ.

დღეს, ტყიბულში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი. 4 დაშავებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, ერთი კი - ღუდუშაურის კლინიკაში. ერთის მდგომარეობა მსუბუქი იყო და ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი