რა იწვევს ნასიცხს და როგორ გავუმკლავდეთ მას - საჭირო რჩევები მშობლებს

რა იწვევს ნასიცხს და როგორ გავუმკლავდეთ მას - საჭირო რჩევები მშობლებს

დაცხა და სიცხემ საზაფხულო პრობლემები მოიტანა. ამჯერად ნასიცხზე მოგიყვებით, რადგან ყველაზე მეტი თხოვნა სწორედ ამ თემის ირგვლის ინფორმაციის მოწოდებაზე მივიღეთ.

რა იწვევს ნასიცხს?

ზაფხულში გარემოს ტემპერტურა მკვეთრად მატულობს და პატარა ოფლიანობს. კანის ფორები ვიწროა, მათი დახშობა კანის გაღიზიანებას იწვევს, რაც წვრილი წითელი გამონაყრის სახით ვლინდება.ეს უსიამოვნო წითელი კოპლები მეტად გამოიხატება ფიზიოლოგიურ ნაოჭებში, სხეულის ზედა ნაწილებში. ნასიცხი წლის ცივ დროსაც შეიძლება განვითარდეს, თუ პატარას ძალიან თბილად აცმევთ და ამის გამო ოფლიანობს.ნასიცხის განვითარებას ხელს უწყობს ახალშობილის და ჩვილის კანის ანატომიურ-ფიზოლოგიურითავისებურებები - კანი თხელია, მის ფენებს შორის კავშირი სუსტია, უხვად მარაგდება სისხლძარღვებით, ყოველივე ამის გამო კანი ადრეულ ასაკში ადვილად ზიანდება და ღიზიანდება, მეორადი ინფექციის შეჭრა და გავრცელება სწრაფად ხდება.

სტკივა თუ არა გამონაყარი პატარას?

საბედნიეროდ - არა, გამონაყარი მტკივნეული არ არის, თუმცა მას შესაძლოა თან მცირე ქავილი ახლდეს და ბავშვს დისკომფორტს უქმნიდეს.

როგორ დავეხმაროთ?

ხშირად აბანავეთ, შეგიძლიათ უბრალოდ სუფთა წყალი გაადავლოთ ან სულაც მცენარეული აბაზანა გაუკეთოთ დღის მანძილზე, საღამოს კი დასაბანი საშუალებაც გამოიყენოთ. მთავარია, პატარას ოფლი მოაშოროთ და კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი