„ჰოთსეილის“ საზეიმო ღონისძიება ბათუმში და აჭარაში საქმიანობის გაფართოების გეგმები

„ჰოთსეილის“ საზეიმო ღონისძიება ბათუმში და აჭარაში საქმიანობის გაფართოების გეგმები

საზეიმო ღონისძიება ბათუმში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, უამრავი სტუმრით, დაჯილდოებითა და განსაკუთრებული ფურშეტით - სწორედ ასე ჩატარდა ელექტრონული კომერციის ლიდერი კომპანიის „ჰოთსეილის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება. 13 ივლისს სასტუმრო „კოლიზეუმ მარინაში“ ულამაზეს გარემოში „ჰოთსეილმა“ აჭარის რეგიონში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

„ჰოთსეილის“ მარკეტინგის მენეჯერის მარიამ სოსელიას განმარტებით, ღონისძიების მთავარი მიზანი ადგილობრივ კომპანიებთან „ჰოთსეილის“ საქმიანობის უფრო ფართოდ წარმოჩენა იყო.

„ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სერვისს, რომელიც საქართველოს ბევრ ქალაქს და რეგიონს მოიცავს. განსაკუთრებული აქტიურობა ფიქსირდება აჭარაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გარკვეულწილად წარდგენითი ღონისძიების გამართვა აჭარაში, რომელსაც ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გვინდა, ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ კომპანიებს. შედეგად კი მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი და ხარისიხანი მომსახურება შევთავაზოთ,“ - განმარტავს მარიამ სოსელია.

ღონისძიება საქმიანი და გასართობი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე მიწვეულ სტუმრებს „ჰოთსეილმა“წარუდგინა პრეზენტაცია კომპანიის ისტორიისა და ამჟამინდელი აქტივობების, შეთავაზებების შესახებ. შემდეგ გაიმართა გათამაშება და სტუმრების დაჯილდოება. მისულ სტუმრებს განსაკუთრებული ფურშეტის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. ღონისძიების ბოლოს კი გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე სპეციალურად მიწვეულმა მუსიკოსებმა იზრუნეს. სტუმრებს განსაკუთრებულ განწყობას საქსაფონის სასიამოვნო მელოდიები უქმნიდა.

„ჰოთსეილის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების სპონსორები იყვნენ: სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“, მაღაზიათა ქსელი „ნავნე“, სასტუმროების ტექნიკური აღჭურვილობის კომპანია skymax.ge, წიგნის ონლაინ მაღაზია readersland.ge და წვრილის ტექნიკის მაღაზია sweetshop.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი