ზაზა სარალიძე - როგორც გავარკვიე, მე და ჩემ მეუღლეს ოფიციალურად გვისმენდნენ

ზაზა სარალიძე - როგორც გავარკვიე, მე და ჩემ მეუღლეს ოფიციალურად გვისმენდნენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მას და მის მეუღლეს უსმენდნენ. ამ დროისთვის სარალიძისთვის უცნობია მოსმენის კონკრეტული დეტალები, მათ შორის პერიოდი და აცხადებს, რომ პროკურატურაში დღევანდელ შეხვედრაზე ამ კითხვებს აუცილებლად დასვამს.

"რა კითხვებიც 7 ივლისს დავსვი, ზუსტად იმ კითხვებზე უნდა მივიღო პასუხები. ერთ-ერთი კითხვა ეხება იმას, რომ ინციდენტში მონაწილე ბავშვებისგან არც ერთის ტელეფონი არ იყო ამოღებული და არც ერთის სატელეფონო საუბრები არ იყო მოსმენაზე დასმული. როგორც გავარკვიე თურმე მე და ჩემ მეუღლეს ოფიციალურად გვისმენდნენ. ამ კითხვაზეც უნდა მივიღო პასუხი, თუ რომელ პროკურორს მოუვიდა თავში ეს იდეა და რა ბრალდებით იშუამდგომლა მოსამართლესთან მოსმენის განსახორციელებლად", - განაცხადა სარალიძემ.

სარალიძე, მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენლები რამდენიმე წუთში პროკურატურაში შეხვედრას გამართავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი