Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2018 წლის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2018 წლის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი გიწვევთ სასტუმროებს, რესტორნებს, ღვინის მარნებსა და მაღაზიებს, ტურისტულ სააგენტოებს, ტურ ოპერატორებსა და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებს მიიღოთ მონაწილოება დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსში და გახდეთ საუკეთესო!

კონკურსში მონაწილეობა ღიაა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიისათვის, საქართველოს ყველა რეგიონიდან. ერთკომპანიას შეუძლია დარეგისტრირდეს მაქსიმუმ ორ ნომინაციაში, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მისი საქმიანობის სფეროს.

თითოეულ ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით ფასდება დაჯილდოების დამოუკიდებელი ჟიურის მიერ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურების სფეროს პროფესიონალებისგან შედგება. შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული აქვს თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად კი უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონიაზე დეკემბერში.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას დ აქვეყნის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

შეარჩიეთ თქვენითვის შესაფერისი ნომინაცია, დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა და გახდით საუკეთესო თქვენს სფეროში!

ნომინაციები:

1. კონცეფტუალური სასტუმრო

2. საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი

3. საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო

4. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო

5. THE BEST VALUE - დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო

6. THE BEST VALUE - სტანდარტული ტიპის სასტუმრო

7. THE BEST VALUE - პრემიუ სასტუმრო

8. საუკეთესო MICE ტურიზმი

9. საუკეთესო ღვინის ტურიზმი

10. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი

11. საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი

12. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება

13. კონცეფტუალური კაფე/რესტორანი

14. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში

15. საუკეთესო E-ტურიზმი

16. საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი

17. საუკეთესო თემზე დაფუძნებული ტურიზმი

18. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით

19. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში

20. #მევქმნი - ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში

www.awards-tourism.com

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი