მოდელმა პოდიუმზე ბავშვი ძუძუთი გამოკვება

მოდელმა პოდიუმზე ბავშვი ძუძუთი გამოკვება

მოდელმა, რომელიც პოდიუმზე გამოსვლისას შვილს ძუძუს აწოვებდა, სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა.

Evening Standard-ის ინფორმაციით, მოდელმა მარა მარტინმა ჩვილ გოგონასთან, არიასთან ერთად Sports Illustrated-ის საცურაო კოსტიუმების შოუში მიიღო მონაწილეობა. პოდიუმზე მისი გამოჩენის შემდეგ „ტვიტერზე“ მარტინის შესახებ უამრავმა ადამიანმა დაწერა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ მოდელი შეეცადა ეჩვენებინა, რომ ძუძუთი კვება ნორმალურია და ამის გამო უხერხულობა არავინ უნდა იგრძნოს.

პოდიუმზე მარტინი ოქროსფერი საცურაო კოსტიუმით გამოვიდა. პატარა გოგონას კი ყურსასმენები ეკეთა, რომ მუსიკისა და ხალხის ხმაურს არ შეეწუხებინა.

„მარა მარტინი შვილს ძუძუთი პოდიუმზე კვებავს და ეს ძალიან შთამბეჭდავია ბევრი დედისთვის,“ - წერს მომხმარებელი @smith_halie97.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯია. ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ძუძუთი კვება სრულიად ნორმალურია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას,“ - აღნიშნავს @dfrance1975.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე და ჩემი შვილი ასეთი ყურადღების ცენტრში ვიქნებოდით იმის გამო, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ. ძალიან მიხარია, რომ შევძელი ყველასთან გამეშვა გზავნილი, რომ ძუძუთი კვება სრულიად ნორმალურია და ქალებს ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია,“ - დაწერა „ინსტაგრამზე“ მარა მარტინმა.

ხვიჩა კვარაცხელია პიონერის ფორმაში, წითელი ყელსახვევით - "რუბინის“ მწვრთნელს დაბადების დღე ფეხბურთელებმა ვიდეორგოლით მიულოცეს

"ყვითელი ფოთლები" ევროკავშირის ელჩის შესრულებით - კარლ ჰარცელმა გიორგი უშიკიშვილთან ერთად იმღერა

კვარაცხელიამ ყველაზე ნიჭიერ 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის გრინვუდსა და ვინისიუსს გადაუსწრო - რომელ ადგილზეა ქართველი ამომავალი ვარსკვლავი