AXIS-ი „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გუნდს შეუერთდა

AXIS-ი „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გუნდს შეუერთდა

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრი გახდა.

როგორც AMBEBI.GE-ს კომპანია „აქსისიდან“ აცნობეს, „აქსისი“ პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც EUGBC-ს შეუერთდა, რაც კიდევ ერთი აღიარებაა „აქსისის“, როგორც მაღალი სტანდარტების მქონე, სტაბილური ქართული ბრენდის, რომელიც ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს.

EUGBC-ის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინვესტიციების და ვაჭრობის ხელშეწყობა და საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გარღმავება.

„EUGBC, როგორც ქვეყნის წამყვანი ევროპული ბიზნეს ასოციაცია, აძლიერებს როლს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში“, – აცხადებენ კომპანიაში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი