ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა (ფოტო)

ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა (ფოტო)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ავარიისას ავტობანზე მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები არ დაზიანებულა. შემთხვევა "სმარტთან" მდებარე გვირაბთან მოხდა. ავტომანქანამ მართვა გვირაბიდან გამოსვლისას დაკარგა. შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლმა სხეულის დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ფოტო: ია თინიკაშვილი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია