გარდაბანსა და მარნეულში გიურზამ ორი მამაკაცი დაკბინა

გარდაბანსა და მარნეულში გიურზამ ორი მამაკაცი დაკბინა

გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს შესაბამისი აცრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, მამაკაცებს გიურზის ნაკბენი კიდურებზე ჰქონდათ, ანტიგიურზინის ვაქცინით აცრა ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ზაფხულის პერიოდში გველის მიერ დაკბენილი პაციენტები ქალაქის ცენტრალურ კლინიკას ძირითადად მარნეულიდან ან გარდაბნიდან აკითხავენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია